თამარ ბაჩალიაშვილის დედა საქმის ფიგურანტ უცნობ ქალთან შეხვედრას იხსენებს
თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
ტელეკომპანია "ფორმულამ" გაასაჯაროვა საქმეში არსებული ფოტორობოტები, რომელზეც ახალგაზრდა ქალია გამოსახული.
გარდაცვლილის დედა, თეონა თამაზაშვილი იხსენებს, რომ ეს ადამიანი პანაშვიდზე გვიან ღამით მივიდა,
"დავარქვით X ნინო, იმიტომ რომ ჩვენ არც ვიცით მას ნამდვილად ერქვა ნინო თუ არა. მოსული იყო თამუნას პანაშვიდზე და ცხარე ცრემლით ტიროდა. მერე რაღაც მომენტში წამოდგა, მივიდა სასახლესთან, დაემხო და თამუნას უხდიდა ბოდიშებს. შემდეგ მოითხოვა, რომ დედა მაჩვენეთო. შემოიყვანეს ჩემს ოთახში სადაც ვიყავი შოკურ მდგომარეობაში და ვერ აღვიქვამდი გარშემო რა ხდებოდა. ამ ქალბატონს თურმე თავიდან ბოლომდე დავუკოცნივარ და ამით გამოხატა ერთგვარი პატივისცემა", - ამბობს თეონა თამაზაშვილი.
ოჯახის მეზობლების თქმით, ქალი საეჭვოდ იმიტომ მიიჩნიეს, რომ ის აქამდე არავის ენახა. წასვლისას კი იკითხა, სანდო იყო თუ არა მძღოლი, რომელსაც ფონიჭალიდან საბურთალომდე უნდა გაეყვანა.
"X ნინო" სამართალდამცველებს ამ დრომდე არ უპოვიათ.
სიახლეები
- ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს კი 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
- “მას არ აქვს იმის სიმამაცე, რა სიმამაცეც გამოავლინა თავის დროზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა” - ბარამიძე გახარიაზე
- “ის თავის დროზე გაიქცა მმართველი გუნდიდან უცხო ქვეყნის ელჩთან შეთანხმებით; ამაზე დიდი სირცხვილი რა უნდა იყოს” - პაპუაშვილი გახარიაზე
- ანტონ ჩეჩინს ჯვებე ნაჭყებიამ 8 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა
- მუსიკოსი მანანა მენაბდე გარდაიცვალა