"რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად" - გეჯაძე
რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა განაცხადა.
ალექსანდრე გეჯაძის თქმით, აღნიშნულ დაზიანებებს გარდაცვლილი ვერც ავტომობილის დაჯახების შედეგად მიიღებდა.
„შეკითხვები ეხებოდა დაზიანებების შესაძლებლობებს. იმას, რაც გვეწერა დასკვნაში, რომ რა დაზიანებებიც გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღენიშნებოდა, ვერ იქნებოდა მიღებული დაცემის შედეგად, ვერც ფერდობზე ჩაგორების რეჟიმში და ვერც 20-25 მეტრის სიმაღლიდან ვარდნის შედეგად. ეს პასუხები დავუდასტურე. ერთ-ერთი შეკითხვა, რომელიც დაცვის მხარემ დამისვა იყო, ავტოსაგზაო შემთხვევის პირობებში, მანქანის შეჯახების შემთხვევაში შეიძლებოდა თუ არა მიეღო ის დაზიანებები შაქარაშვილს. ბუნებრივია, გავეცი პასუხი, რომ ეს გამორიცხული იყო მარტივი მიზეზის გამო – მათი ლოკალიზაციისა და ხასიათის გათვალისწინებით და იმით, რომ გვამის გამოკვლევის დროს არც ერთი შინაგანი ორგანო დაზიანებული არ ყოფილა.“- განაცხადა ალექსანდრე გეჯაძემ.
სიახლეები
- თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს
- ,,დეცენტრალიზაცია არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რაც ვფიქრობ, რეგიონების განვითარებას უფრო მეტად შეუწყობს ხელს"- დიმიტრი ხუნდაძე
- ტრამპი აცხადებს, რომ მან თავიდან აიცილა ბირთვული ომების გაჩაღება მთელ მსოფლიოში
- შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებით დაცვის პოლიციის თანამშრომელი დააკავა
- იმერეთში ყველის არალეგალური საწარმოები გამოავლინეს
