November 23, 2024

"ცდილობენ, რაღაცნაირად დააკავშირონ, თითქოს ეს ყველაფერი ჩემ მიერ იყო დაგეგმილი" - რამიშვილი

ცდილობენ, რაღაცნაირად დააკავშირონ, თითქოს მე საქმის კურსში ვიყავი.

თითქოს ეს ყველაფერი ჩემ მიერ იყო დაგეგმილი და ფოტომასალა ჩემს მიერ იქნა გაყალბებული, - ამის შესახებ თამარ ბაჩალიაშილის ოჯახის ადვოკატმა განაცხადა. 

 

მიხეილ რამიშვილი დღეს, 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. სატელიტის ფოტოებთან დაკავშირებით, მაგისტრი მოსამართლის წინაშე მოწმის სახით დაიკითხება.

 

„ცდილობენ, რაღაცნაირად დააკავშირონ, თითქოს მე საქმის კურსში ვიყავი. თითქოს ეს ყველაფერი ჩემ მიერ იყო დაგეგმილი და ფოტომასალა ჩემს მიერ იქნა გაყალბებული. თითქოს მე ახლა ვამტკიცებ იმას, რაც ჩემთვის უკვე ისედაც ცნობილია, რომ იქ ავტომობილი არ მდგარა. ავტომობილი ზუსტად იმ დღეს მიიყვანეს, როდესაც აქცია გაიმართა. აქციაზე იკრიბებოდნენ მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც აპირებდნენ ჯგუფ-ჯგუფად გასულიყვნენ და მოეძებნათ ავტომობილი.

 

გამოძიებას უჭირს და ცდილობენ, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ჩემი შეკვეთაა. მე ბატონმა დავითმა მომიტანა მასალა და მითხრა, ამაზე პასუხისმგებელი მე ვარო. ხომ არ დამესიზმრებოდა, დავითი საიდან მოიტანდა მას. მან მითხრა, რომ ეს არის ნამდვილი. ვკითხე, ხარ თუ არა პასუხისმგებელი? მიპასუხა- დიახ, ვარო. ეს ფოტოები რომც არ ყოფილიყო, თავიდანვე ვამბობდი, რომ ავტომობილი ოთხი დღე მანდ ვერ იქნებოდა.

 

ახლა მთელი ორიენტირება ხდება იმაზე, დავით ფურცხვანიძეს ათქმევინონ, თითქოსდა ეს ყალბი სურათები მას მე დავავალე და შევუკვეთე, რადგან ეს სურათები რომ არ იყოს, იმდენად გაჭირვებულ მდგომარეობაშია გამოძიება, ჩემი პოზიციიდან გამომდინარე, რასაც მე ვამტკიცებ, და რასაც არ აკეთებენ. გამოძიების მხრიდან ყველაფერი არის სიყალბე და მაგით უნდათ, რომ საქმეს ჩამომაშორონ“, - განაცხადა მიხეილ რამიშილმა.

წაკითხვა 899 ჯერ

სიახლეები

ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.