სასამართლომ სუს-ის ყოფილ უფროსს გრიგოლ ლილუაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟის საქმეზე ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 30 ათასი ლარის არასაპატიმრო გირაო შეუფარდა, გარდა ამისა, ჯაფარიძეს ჩამოერთვა პირადობის მოწმობა და პასპორტი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო წინასაახალწლო და მომდევნო დღეებში - 21 დეკემბრიდან 9 იანვრის ჩათვლით - აქციის დროს მსვლელობის გამართვას ზღუდავს. გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია აქციის გასამართი ადგილისა და ფორმის შესახებ მითითებები.
პარლამენტმა 82 ხმით მხარი დაუჭირა „სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, არასრულწლოვნის დანაშაულის ჩადენაში ჩაბმისთვის პასუხისმგებლობა მკაცრდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე – 2005 წელს დაბადებული ჰ.ი. და 1989 წელს დაბადებული ბ.მ. დააკავეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 43 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს.
