შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი გ.მ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია შეიწყალოს.
მე მაინტერესებს, რომ ეს [პირველადი დასკვნის მომზადება] რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს, იმიტომ რომ ყოველ დღე, რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია , - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ცენტრ "ემპათიაში" გამართული შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც ამ წუთებში "ემპათიას" ექსპერტები და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეხვედრა მიმდინარეობს.
რუსთაველის გამზირზე, ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილს ორი უცნობი მამაკაცი სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდა.
თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების მიზეზებზე მისი ოჯახის წევრები და მეგობრები საუბრობენ. „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას ისინი თვითმკვლელობის ვერსიას გამორიცხავენ.