მაისი 15 2026 წაკითხვა 101 ჯერ

თი­თო­ე­უ­ლი ჩვენ­გა­ნი ოც­ნე­ბობს ისეთ მე­გო­ბარ­ზე, რო­მელ­საც შუ­ა­ღა­მი­სას და­უ­რე­კავს, გულს გა­და­უშ­ლის, სა­ი­დუმ­ლო­ე­ბებს ან­დობს და მის­გან გო­ნივ­რულ რჩე­ვას მი­ი­ღებს. თუმ­ცა, რა­ტომ არის, რომ ზოგ­თან სა­ერ­თო ენას წა­მი­ე­რად ვპო­უ­ლობთ, სხვებ­თან კი შე­ხე­ბის წერ­ტი­ლი სა­ერ­თოდ არ გვაქვს?

მაისი 15 2026 წაკითხვა 109 ჯერ

ვერძი

ბოლომდე მიიყვანეთ დაწყებული საქმეები და თავი შეიკავეთ ახალი ხელშეკრულებების დადებისა და მოლაპარაკებებისგან. გააზრებულად ხარჯეთ ფული, რათა ზიანი არ მიადგეს როგორც თქვენს პირად, ასევე, ოჯახის ბიუჯეტს.

კურო

შესაძლოა, დახმარებისთვის მოგმართონ, ან მანიპულაციის გზით, თავი შეგაცოდონ, ნურაფერს მოიმოქმედებთ ნაჩქარევად და გაუაზრებლად, რადგან თქვენი ქმედება, შესაძლოა, ახლა თქვენს წინააღმდეგ გამოიყენონ .

ტყუპები

მიენდეთ ცხოვრების დინებას და თამამად მიჰყევით გულის კარნახს, დარწმუნებული იყავით, რომ ის სწორედ იმ ნაპირთან, სწორედ იმ ადგილას მიგიყვანთ, სადაც დღეს ყველაზე სასურველი და საჭირო ხართ.

კირჩხიბი

გარდაუვალია კამათი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკეთესიცაა, რადგან თავისთავად გამოჩნდება თქვენი უპირატესობა და ლიდერის საუკეთესო თვისებები. მთავარია, დაიცვათ საზღვარი პირადსა და საქმიან სფეროს შორის.

ლომი

ნუ გააკეთებთ ნაადრევ დასკვნებს, რათა ზიანი არ მიაყენოთ თქვენს პროფესიონალიზმსა და სამომავლო საქმიანობას, შეეცადეთ, სიტუაცია ობიექტურად მიიღოთ, არანაირი ზედმეტი ჩაღრმავება, ან შელამაზება არ არის საჭირო. მხოლოდ სიდინჯე და ობიექტურობა.

ქალწული

ნუ აჰყვებით უსიამოვნო ფიქრებს და ნებისმიერ გარემოებაში შეეცადეთ, მართოთ თქვენი ემოციები, გაითვალისწინეთ მოსალოდნელი შედეგები და მოერიდეთ კონფლიქტურ სიტუაციებსა და კამათს.

სასწორი

დღეს თქვენი წამოწყებები და პრეზენტაციები საკმაოდ ეფექტურად ჩაივლის, პროექტს, რომელსაც წარადგენთ, დიდი ინტერესი მოჰყვება და ხელმძღვანელობასაც, შესაძლოა, აზრი შეაცვლევინოთ სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით. გაიზრდება თქვენი პოპულარობა.

მორიელი

ნუ დაკარგავთ ამ დღეს წვრილმან და უმნიშვნელო საქმეებზე, შეგიძლიათ, თავი ნებისმიერი სირთულის საქმეს გაართვათ და წარმატებით გადაჭრათ ყველა ამოცანა.

მშვილდოსანი

დღეს, სჯობს, თავი შორს დაიჭიროთ არაკეთილმოსურნეებისგან, თუმცა, მათმა იერიშმა შესაძლოა, თქვენამდე მაინც მოაღწიოს, თავდაჭერა და ზომიერება დაგეხმარებათ შეინარჩუნოთ თქვენი ავტორიტეტი.

თხის რქა

სასურველია, არ გარისკოთ და მიზნისკენ სვლა გააგრძელოთ ფრთხილი ნაბიჯებით. ნელ-ნელა გამოჩნდება, რა უფრო მეტ სიკეთესა და სარგებელს მოგიტანთ საქმეში, ახლა დროული კორექტივები უნდა შეიტანოთ თქვენს გეგმებში.

მერწყული

შესაძლოა, სამსახურში გარკვეულ დაპირისპირებაში ჩაერთოთ და მოგიწიოთ პოზიციების დათმობა. ნუ გაჯიუტდებით და მშვიდობიანი გზებით შეეცადეთ, პრობლემების მოგვარებას. ყველაფერი არც ისე ცუდადაა, როგორც გგონიათ.

თევზები

ეს დღე სჯობს, საკუთარ თავს მიუძღვნათ, მოერიდეთ კომუნიკაციებს, მართეთ ემოციები, თქვენი ენერგოტონუსი დასვენებასა და სიმშვიდეს მოითხოვს. საღამოს გაისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

მაისი 10 2026 წაკითხვა 161 ჯერ

ვერძი

მაისი 01 2026 წაკითხვა 157 ჯერ

ვერძი

ეცადეთ, თქვენი ემოციები და სიყვარული უფრო აქტიურად აჩვენოთ ახლობლებს. მათი მხარდაჭერა ძალიან დაგეხმარებათ.

კურო

გაამახვილეთ ყურადღება თქვენს მიზნებზე. მცირე იმედგაცრუებები ნუ შეგაშინებთ — საბოლოოდ ყველაფერი სასიკეთოდ შემობრუნდება.

ტყუპები

საუკეთესო დროა გულწრფელი საუბრებისთვის. პრობლემები მარტივად გადაიჭრება, თუ დიპლომატიურად იმოქმედებთ.

კირჩხიბი

დღეს მოსალოდნელია მნიშვნელოვანი სიახლეები. იყავით ყურადღებით, მოუსმინეთ გარშემომყოფებს და გამოიყენეთ ახალი შანსები.

ლომი

ფინანსური საკითხების გადაჭრის დროა. მოერიდეთ სპონტანურ ხარჯებს და ოჯახის წევრებთან ერთად დაგეგმეთ ბიუჯეტი.

ქალწული

შეამცირეთ დატვირთვა. ენერგიის ნაკლებობა შესაძლოა ყველაფერზე აისახოს, ამიტომ ფოკუსირდით დაწყებული საქმეების დასრულებაზე.

სასწორი

ამ დღეს ჯობია თავი აარიდოთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს. მარტივი და მსუბუქი საქმეები უფრო მეტად გამოგადგებათ.

მორიელი

არ გააკრიტიკოთ სხვები და არ ჩაებათ კონფლიქტში. მოუსმინეთ გარშემომყოფებს — საინტერესო წინადადებებს მიიღებთ.

მშვილდოსანი

სავარაუდოა სასიხარულო შენაძენი. ფინანსურად უფრო გამართულად იგრძნობთ თავს.

თხის რქა

კომუნიკაციისთვის კარგი დღეა, მაგრამ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა სიფრთხილეს მოითხოვს. შესაძლოა გაუგებრობამ ურთიერთობაში ბზარი შეიტანოს.

მერწყული

შეიძლება გაჩნდეს იდეები, რომლებიც მომავალში წარმატებას მოგიტანთ. აუცილებლად ჩაიწერეთ ყველა მნიშვნელოვანი აზრი.

თევზები

გარშემომყოფებისგან მოსალოდნელია გაღიზიანება. ეცადეთ, ემოციებს არ აჰყვეთ — მოთმინება გადაგარჩენთ კონფლიქტებისგან.

აპრილი 27 2026 წაკითხვა 191 ჯერ

ვერძი 

დღე აქტიურობით და სწრაფი გადაწყვეტილებებით გამოირჩევა. კარგი დროა ახალი საქმის დასაწყებად, მაგრამ გაფრთხილდით, სიჩქარემ შეცდომები არ გამოიწვიოს.

კურო 

ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გმართებთ. უმჯობესია, დიდი ხარჯები დროებით გადადოთ და სტაბილურობაზე გააკეთოთ აქცენტი.

ტყუპები

კომუნიკაცია თქვენი მთავარი ძალაა დღეს. კარგი დროა შეხვედრებისთვის, მოლაპარაკებებისთვის და ახალი კონტაქტების დასამყარებლად.

კირჩხიბი

ემოციური ფონი შედარებით ცვალებადია. ეცადეთ, ზედმეტად არ მიიღოთ გულთან ახლოს სხვისი სიტყვები.

ლომი 

შესაძლოა ყურადღების ცენტრში აღმოჩნდეთ. გამოიყენეთ ეს შანსი საკუთარი იდეების გასაზიარებლად და წინსვლისთვის.

ქალწული 

საქმეში დეტალებზე კონცენტრაცია წარმატებას მოგიტანთ. კარგი დღეა დაგეგმვისა და ორგანიზებისთვის.

სასწორი

 ურთიერთობებში ბალანსი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. მოერიდეთ კონფლიქტებს და ეცადეთ, კომპრომისი იპოვოთ.

მორიელი 

ინტუიცია გაძლიერებულია. ენდეთ საკუთარ შინაგან ხმას — ის სწორ გადაწყვეტილებამდე მიგიყვანთ.

მშვილდოსანი 

მოგზაურობის ან ახალი გამოცდილების სურვილი გაგიძლიერდებათ. მცირე ცვლილებებიც კი დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე.

თხის რქა 

პრაქტიკული საკითხები წინა პლანზე გადმოდის. კარგი დროა ფინანსების მოწესრიგებისთვის და გრძელვადიანი გეგმების დასაწყებად.

მერწყული 

ახალი იდეები და კრეატივი წარმატებას მოგიტანთ. არ შეგეშინდეთ განსხვავებული მიდგომების გამოყენება.

თევზები 

დასვენება და შინაგანი ბალანსის აღდგენა მნიშვნელოვანია. ეცადეთ, დრო საკუთარ თავსაც დაუთმოთ.

აპრილი 26 2026 წაკითხვა 152 ჯერ

ვერძი

გვერდი 1 სულ 176
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.