March 21, 2026

ივლისი 28 2025

ბიძინამ „გეგმა ბ“ აამუშავა და ეს არის სისტემური ოპოზიციის შექმნა „ლელო“/გახარიას სახით - მერე საპარლამენტოსაც დანიშნავს და საკონსტიტუციოს აიღებს,- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით „გორბის“ მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს ეხმიანება.


ივლისი 28 2025

გერმანიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგებიდან გადავიდა, რასაც სულ მცირე 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.


ივლისი 28 2025

რუსეთის ჯარებმა უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. დარნიცკის რაიონში დაზიანებულია მრავალბინიანი კორპუსი. არიან დაჭრილები.


ივლისი 28 2025

“დროსთან ერთად დავინახეთ, რომ ეს არ იყო მათი გამოგონილი, რომ ისინი ამას უფრო დიდი ძალებისგან იღებდნენ და რეალურად ეს იყო მიმდინარეობა იმასთან დაკავშირებით, რომ ჯაშუშად და პრო რუსად უნდა გამოგეცხადებინა ყველა ის, ვინც განსხვავებულ პოზიციაზე იყო”, –  ამის შესახებ „იმედის კვირას“ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა „ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას განუცხადა.


ივლისი 28 2025

“პარლამენტის მიმართ საქართველოს მოქალაქეების 62%-იანი ნდობა კიდევ ერთი დასტურია, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტი ზუსტად ასრულებს იმ საარჩევნო დაკვეთას, რომელიც ჩვენმა საზოგადოებამ საპარლამენტო არჩევნებზე მოგვცა”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ივლისი 28 2025

,,ქართული ოცნების” წევრი გიორგი ვოლსკი ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით ჩატარებულ „გორბის“ კვლევებს გამოეხმაურა.


ივლისი 28 2025

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, თბილისის, აჭარის, ქვემო ქართლისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნარკოდანაშაულის ბრალდებით 16 პირი დააკავეს.



ივლისი 27 2025

„თუ ევროკავშირმა სიცრუეზე აგებული გადაწყვეტილება მიიღო და რომელიმე ქვეყანა ამა თუ იმ ფორმით დაისაჯა, გამოდის, რომ ნებისმიერი ქვეყანაა ამ საფრთხის ქვეშ. ამიტომ, უვიზო მიმოსვლის გაუქმებას საქართველოს სიყვარულისთვის კი არა, საკუთარ თავისთვის არ იზამენ”, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ “დღის ქრონიკაში” ისაუბრა.


ივლისი 27 2025

ანაკლიაში, ზღვიდან ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს.


გვერდი 155 სულ 984
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.