“ციხის საკანი რომ ადამიანის ფსიქიკაზე და ქცევაზე გავლენას ახდენს, ცნობილი ამბავია. თუმცა, ციხეში საკუთარი ნებით მოხვედრილ ვაშაძესა და გირჩ ჯაფარიძეზე ასეთ მძიმე ფორმით თუ იმოქმედებდა, ნამდვილად არ მეგონა. არადა ორივეს “გამო…ლევება” სახეზეა, ბოლოდროინდელი ქმედებებიდან გამომდინარე”, – ამის შესახებ ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.
ანალიტიკოსი, ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ეხმიანება ფაქტს, რომ კალათბურთელმა გიორგი ცინცაძემ ღირსების ორდენზე უარი თქვა.
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევას 3 წლის ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. შემთხვევა გუშინ მოხდა.
პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენებით, ღირსების ორდენებითა და ღირსების მედლებით დააჯილდოვა კალათბურთის ეროვნული ფედერაციის წარმომადგენლები და კალათბურთელები. ცერემონიის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მიხეილ ყაველაშვილის ფეისბუქგვერდზე გავრცელდა.
26 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შესაძლოა, რუსეთის წინააღმდეგ მეორადი სანქციები მის მიერ დაანონსებულ 50-დღიანი ვადაზე ადრე დაწესდეს.
უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 23 წლის ვალერი ბაძაღუა.
2022 წლის სექტემბერში მილიარდერმა ილონ მასკმა გასცა Starlink-ის კავშირგაბმულობის გათიშვის ბრძანება, უკრაინის მხრიდან წარმოებული კონტრშეტევის ადგილებში. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი, წყაროებზე დაყრდნობით.
25-26 ივლისს, ღამით რუსებმა უკრაინის ქალაქ დნეპრს (უკრაინულად დნიპრო) შეუტიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. 2 ადამიანი დაიღუპა და 5 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკზე დაყრდნობით ავრცელებს.
სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორები აჭარის ქალაქებსა და მაღალმთიან რეგიონებში რძის გადამმუშავებელ საწარმოებსა და ყველის სარეალიზაციო ობიექტებს ამოწმებენ. სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება ბათუმში, ქედისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში. საწარმოების ინსპექტირების დროს, კრიტიკული შეუსაბამობები არ გამოვლენილა, ბიზნესოპერატორებთან დაცული იყო სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმები, სურსათის წარმოების, შენახვის პირობები და ტემპერატურული რეჟიმი. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
