“უკრაინელებმა რუსეთში დრონებისთვის განკუთვნილი ირანიდან ჩატანილი კომპონენტებით დატვირთულ გემს დაარტყეს” - უკრაინის გენშტაბი
უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქში მდებარე საზღვაო პორტში „შაჰედებისთვის“ განკუთვნილი ირანიდანჩატანილი კომპონენტებით დატვირთული გემს დაარტყა, - ინფორმაციას უკრაინული მედია შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მოწინააღმდეგის საჰაერო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობების შესამცირებლად, 14 აგვისტოს, უკრაინის შეიარაღებული ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფებმა, თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობით, საცეცხლე დარტყმა განახორციელეს საზღვაო პორტ „ოლიაზე“ (რუსეთის ფედერაციის ასტრახანის ოლქი)“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების განმარტებით, პორტს რუსეთი პუნქტს ირანიდან სამხედრო დანიშნულების საქონლის ჩასატანად იყენებს.
„არსებული ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა გემ „პორტ ოლია 4“-ზე, რომელიც დატვირთული იყო ირანიდან ჩამოტანილი Shahed-ის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის კომპონენტებით და საბრძოლო მასალით“, - აცხადებენ გენშტაბში.
მათივე ინფორმაციით, დარტყმის შედეგები ზუსტდება.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა
