“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, ეხმიანება აშშ-ის საელჩოს მიერ “ფეისბუქზე” გავრცელებულ მორიგ განცხადებას, სადაც ნათქვამია, რომ “დემოკრატიები ოპოზიციას არ კრძალავენ”.
საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი საქართველოს პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
დაახლოებით 100-მდე ქვეყანა იყო მიწვეული ამ ვახშამზე, რომელსაც აქვს გაფორმებული თუ გაუფორმებელი ავტოკრატია საკუთარ ქვეყანაში, მათ შორის, ერთპარტიული მმართველობა და .ა.შ. ისინი იყვნენ მიწვეული. აქ სად არის ლოგიკა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბაიდენის მიღებაზე მიწვევის გაუქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ანტიკორუფციულმა ბიურომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” გაცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციას სტატუსი გაუუქმა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ „დიდი შეცდომა“ უწოდა ისრაელზე ირანის სარაკეტო იერიშს და პასუხით დაემუქრა.
სალომე ზურაბიშვილმა „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ“ კანონს ხელი არ მოაწერა, რაც იმას ნიშნავს, რომ მან არ გაიზიარა მმართველი გუნდის ინიციატივა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის თაობაზე.
აქამდე ამ ქვეყანას არ ჰყოლია ხელისუფლებაში რუსები. პირველად, ბოლომდე ჩამოიხსნეს ნიღაბი და ძალიან ცხადი გახდა ვისთან გვაქვს საქმე, - ამის შესახებ რუსთავში, „კოალიცია ცვლილებისთვის” პირველ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
“მიხაილ როთი არის პოლიტიკოსი, რომელმაც საქართველოსთვის და ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილისთვის რაც საუკეთესოა, ყველაფერი დაამცირა”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერ-მინისტრმა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრად ალექსანდრე წულაძე წარადგინა.
