ივნისი 26 2024

ამერიკის შეერთებული შტატები თვალყურს ადევნებს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული "უცხოური აგენტების შესახებ" კანონის შედეგებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტრეფიკინგის საკითხებში, სინდი დაიერმა ადამიანებით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


ივნისი 26 2024

მარკ რუტე ნატო-ს გენერალურ მდივნად ოფიციალურად აირჩიეს, - ამის შესახებ განცხადებას ალიანსის პრესსამსახური ავრცელებს.


ივნისი 26 2024

საქართველოს საფეხბუთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში პორტუგალიის ნაკრებს შეხვდება.


ივნისი 26 2024

მხარს ვუჭერ ერთიან დეკლარაციას, რომელზეც შეთანხმდნენ ოპოზიციური პარტიები ბრიუსელში - ნუ შეგვეშინდება პროვოკაციების, ძალადობის. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმის სასამართლო პროცესზე განაცხადა.


ივნისი 26 2024

ისტორია მეორდება - გამჭვირვალობის კანონი საქართველოს მიღებული არ ჰქონდა, მაგრამ საქართველოს უთხრეს, რომ კანდიდატის სტატუსს ის ვერ მიიღებდა. რატომღაც საქართველო ყოველთვის უსამართლოდ იჩაგრებოდა, - ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი იმ ფაქტს, რომ ევროკავშირმა უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების საკითხზე მოლაპარაკებები უკვე გახსნა.


ივნისი 26 2024

ვენეციის კომისია აქვეყნებს დასკვნას საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიციირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე, რომლის სახელწოდებაცაა კანონი „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“.


ივნისი 26 2024

საზღვარგარეთ მყოფი ჩეჩენი ოპოზიციონერები ჩივიან, რომ 23 ივნისს დაღესტანში მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმებთან დაკავშირებით, რესპუბლიკაში დაიწყო სამართალდამცველთა მასობრივი რეიდები. “კადიროვის უსაფრთხოების უწყებების მთელი თანამშრომლები გარეთ გამოიყვანეს. ეს არის 18-დან 20 წლამდე ასაკის უამრავი ახალგაზრდა თანამშრომელი", - აცხადებენ მოძრაობა “1-ადათის” წარმომადგენლები, რომელთა ინფორმაციის დადასტურება სხვა წყაროებიდან არ ხერხდება.


ივნისი 25 2024
ინგრედიენტები:

ივნისი 25 2024

საქართველო-პორტუგალიის მატჩის ღია ჩვენებაზე დამსწრე პირებს ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით მოემსახურება.


ივნისი 25 2024

თბილისის მერი კახა კალაძე "სრულ აბსურდს" უწოდებს სოციალურ ქსელში გავრცელებულ მოსაზრებებს იმაზე, რომ თავად წყვეტს, ვინ ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში და ვინ - არა.


გვერდი 333 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.