კანონის ამოქმედებიდან 2024 წლის 4 თებერვლის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ჯამში, 3533 იურიდიული და ფიზიკური პირი დაჯარიმდა,- ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.
ისრაელის ღაზის სექტორში, ძირითადად ხან იუნისის ტერიტორიაზე, გასული დღე-ღამის განმავლობაში „ჰამასის“ ათობით მებრძოლის ლიკვიდაცია განახორციელეს, - ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ისრაელელმა სამხედროებმა ხან იუნისის დასავლეთ ნაწილში 30-ზე მეტი მებრძოლი გაანადგურეს და ტერიტორიის ოპერატიული კონტროლი გააღრმავეს.
ასევე, დასავლეთ ხან იუნისში, მედესანტეების ბრიგადამ „ჰამასის“ ორი წევრის ლიკვიდაცია განახორციელა, რომლებიც, გადაადგილებას მშვიდობიანი მოსახლეობის ჯგუფის საფარქვეშ ცდილობდნენ.
ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ხან იუნისში „ჰამასის“ ტერორისტების სახლებში იარაღის ორ საცავს დაარტყეს.
ამასთან, მათივე ინფორმაციით, ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, ნაჰალის ბრიგადამ „ჰამასის“ დაახლოებით 10 მებრძოლი გაანადგურა, რომლებიც ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო თავდასხმისთვის ემზადებოდნენ.
ჩვენი პარტნიორები აპირებენ ქართველი ხალხი ივანიშვილის პარტიასთან მარტო არ დატოვონ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილმა ევროკავშირის წარმომადგენლობაში ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკისთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან შეხვედრისას განაცხადა.
ავლაბარში, 47 წლის ფელიქს კაპანოვის მკვლელობის ბრალდებით დაკავებული ძმები დუმილის უფლებას იყენებენ.
მე ვაპირებ, რომ ჩავუდგე სათავეში „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური აქტიურობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, თუ ამას დაუჭერენ მხარს პარტიის რიგითი წევრები,- ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, კლინიკა „ვივამედიდან“ ჩართვისას განაცხადა.
არ ვაპირებ მოქმედი პრეზიდენტისთვის ჭკუის დარიგებას, უბრალოდ გეტყვით, რომ მის ადგილას რომ ვიყო, მე სახალხო პლატფორმას ქუჩაში გამოვიტანდი - იპოდრომი, რომელიც ქალბატონი სალომესთვის ნაცნობია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს, მაგრამ არსებობს რუსთაველი, რომლის გავსებაც შესაძლებელია, ყველას ერთად შეუძლია. თუ პრეზიდენტი აიღებს ამ ინიციატივას, ჩვენ მას მხარს დავუჭერთ,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
გამოდის, რომ ვერასდროს ვერ ავირჩევთ ცესკოს თავმჯდომარეს, თუკი არ შევთანხმდებით ოპოზიციასთან და ოპოზიციასთან შეთანხმება, თქვენ იცით, შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ „ან ჩვენი იქნება, ან არ იქნება არავინ საერთოდ“,- ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე საარჩევნო ცვლილებათა პაკეტთან დაკავშირებით განაცხადა.
