March 16, 2026

სექტემბერი 05 2023

მე არ მგონია, რომ ეს იმპიჩმენტი დასრულდეს იმპიჩმენტით - ყველაფერი არის "ოცნების" შოუ, რომელიც წაგვაღებინებს თვეს, თვე ნახევარს და გვალაპარაკებს ამ თემაზე, სხვა შედეგი არ ექნება, - ამის შესახებ "გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის" ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.


სექტემბერი 05 2023

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს, ეს ნიშნავს იმას, რომ „მან საკუთარ სკამზე გაცვალა სახელმწიფო ინტერესები“. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 05 2023

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ შესაძლოა ინტერნეტთაღლითებისგან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის ან წყლის კომპანიების სახელით მიიღონ სმს-ი.


სექტემბერი 05 2023

საქართველოს პარლამენტში საშემოდგომო სესიის დაწყებამდე შოვში დაღუპულთა ხსოვნას პატივი წუთიერი დუმილით მიაგეს.


სექტემბერი 05 2023

რადიკალური ოპოზიცია საქართველოს კონსტიტუციის უხეში დარღვევის ევროპულ მოვლენად წარმოჩენას ცდილობს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.


სექტემბერი 05 2023

ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენელი, დენიელ ფრიდი აცხადებს, რომ შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ყველას ესმის, რომ საქართველო მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფება და არავის სურს, ის საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.


სექტემბერი 05 2023

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, დაიწყოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა, არის რუსული დავალება და ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში მორიგი დაბრკოლება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.


სექტემბერი 04 2023

პარლამენტის სასახლეში სადემონსტრაციოდ განკუთვნილი ნივთების (ბანერის, პოსტერისა და სხვა), აგრეთვე ხმის გამაძლიერებელი და ხმოვანი სიგნალის მოწყობილობების პარლამენტის აპარატის ნებართვის გარეშე შეტანა დაუშვებელი იქნება.


სექტემბერი 04 2023

ბატონო ბუშო, დარღვევისთვის საკუთარ პრეზიდენტს ასამართლებთ - იქნებ, ეს თემა მოიკითხოთ - პარლამენტზე შტურმი და „მოლოტოვის კოქტეილებით“ დევნის გამოა კითხვები და გამოძიება, თქვენ ადამიანები უკვე დაიჭირეთ, ეს ამერიკაში შესაძლებელია და საქართველოში დემოკრატიაზე თავდასხმაა?! - ეტყობა, ეს წერილი თქვენი დაწერილი არ არის ან ამ თემაში სიღრმისეულად არ ხართ შესული, თორემ, ასეთ წერილს არ დაწერდით, - ეს განცხადება პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ქართველი ხალხისადმი აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის მიმართვის პასუხად გააკეთა, რომელიც თბილისში მიმდინარე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაზე, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის დირექტორმა, დეივიდ კრამერმა წაიკითხა.


სექტემბერი 04 2023

ხალხი არ აპატიებს მათ, ვინც პარტიის დაყოფაზე მუშაობს, არც მე და არც ჩვენი ხალხი ამას არ დავუშვებთ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებით წერს.


გვერდი 438 სულ 982
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.