შარშან მან [პრეზიდენტმა] თქვა ყველაზე მეტად შემაშფოთებელი რამ, რომ „საქართველო არ იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს“. ამ განცხადების მოსმენის შემდეგ, გაუმართლებელი იქნებოდა ჩემი მხრიდან მისთვის გარკვეული უფლებამოსილების დელეგირება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა და ის მიზეზი განმარტა, რის გამოც მთავრობამ პრეზიდენტს ევროპაში ვიზიტების განხორციელების ნება არ მისცა.
„ქართული ოცნების" მიერ წამოწყებული ეს ავანტიურა, რასაც ჰქვია საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყება, სრულ თანხვედრაშია რუსეთის ხელისუფლების ინტერესებთან, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განუცხადა.
ეს იყო კონსტიტუციის განზრახ დარღვევა, ვინაიდან პრეზიდენტმა თანხმობისთვის მთავრობას მიმართა, უარი მიიღო და მიუხედავად უარისა, მაინც გაემგზავრა, რაც კონსტიტუციის განზრახ დარღვევა გახლავთ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ფინანსთა სამაინისტრის საგამოძიებო სამსახურის ინფორამაციით თბილისში მოქმედი სავარაუდო დანაშაულებრივი ე.წ. ქოლ-ცენტრი გამოავლინეს. უწყების უთანახმად თბილისში მოქმედი ე.წ. ქოლ-ცენტრის ოფისი, იქ დასაქმებული 20-მდე თანამშრომლის მეშვეობით ახორციელებდა საეჭვო საქმიანობას.
ჩვენ წინ გველოდება მძიმე თვეები შემდეგ არჩევნებამდე, რადგან ცხადია, რუსეთი და მათი მოკავშირეები ჩვენს ქვეყანაში პოზიციების მარტივად დათმობას არ აპირებენ, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა ჩოხატაურში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან განაცხადა.
თურქეთის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ქალაქ დენიზლიში ორი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 11 ადამიანი დაიღუპა და 95 დაშავდა, - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
ვფიქრობ, იმპიჩმენტის პროცედურა არის შეცდომა. ჩემი აზრით, ეს არის მთავრობის მხრიდან მცდელობა, ძირი გამოუთხაროს საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს და ის არ შეესაბამება საქართველოს პოლიტიკას სტატუსის მოსაპოვებლად საჭირო რეფორმების გატარების შესახებ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილმა მაღალჩინოსანმა და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორმა, დევიდ კრამერმა განაცხადა, რომელიც თბილისში საერთაშორისო კონფერენციას - „პუტინიზმის დამარცხება" - ესწრება.
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 4 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მმართველი უმრავლესობა აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმების გადამეტებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის გადახედვას გეგმავს.
გამოითქვა შეშფოთება, რომ მიგრაციის პროცესების გააქტიურება ზრდის ქვეყანაში აივ/შიდსის ეპიდსიტუაციის გაუარესების რისკებს, რაც საფუძველს მოკლებული არ არის - როცა აივ-ზე მაღალი რისკის ქვეყნებიდან მიგრაცია გაზრდილია, კარგი იქნება, თუ შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურები გამონახავენ სამართლებრივ ფორმას, რათა ზოგიერთი ტიპის მიგრანტებისთვის საჭირო იყოს აივ სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა ან აივ-ზე გამოკვლევის შეთავაზება,- ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
