დღეს მოწამეთობა აღინიშნება. მართლმადიდებელი მრევლი ქართველი წმინდანების დავით და კონსტანტინეს ხსენების დღეს ქუთაისში განსაკუთრებით აღნიშნავს.
“რუსეთის ფედერალური სამსახურის განცხადებას, რომ ყირიმის ხიდის აფეთქებაში მონაწილეობდნენ უკრაინის, საქართველოს, რუსეთის და სომხეთის მოქალაქეები უკვე გამოეხმაურნენ ქვეყნები, რომელბიც თითქოსდა ე.წ. ტერიორისტულ აქტში მონაწილეობდნენ. საქართველომ, ბულგარეთმა და უკრიანამ უარყო რუსეთის ბრალდებები. რუსული მედიის ინფორმაციით, 12 მონაწილე უკვე იდენფიცირებულია.
“G7-ის ლიდერები პირობას დებენ, რომ უკრაინაში ბოლოდროინდელ თავდასხმებზე პუტინს “პასუხი მოეთხოვება” და აცხადებენ, რომ ქვეყანას ყველა სახის დახმარებას იმდენ ხანს გაუწევენ, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება.
უკრაინის წინააღმდეგ ნებისმიერი ბირთვული დარტყმის შემთხვევაში რუსეთის არმია განადგურდება. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს უცხადებს ვაკის პარკის შადრევანში დენის დარტყმით გარდაცვლილი 13 წლის გოგოს ოჯახს. მან ამის შესახებ განცხადება "ფეისბუკზე" დაწერა.
რუსეთის ხელისუფლების განცხადებებს ყირიმის ხიდის აფეთქებასთან საქართველოს კავშირის შესახებ, თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა.
ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ძალიან ბევრი სპეკულაციაა, – ასე უპასუხა საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტის კითხვას, „თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე აფეთქებულმა სატვირთომ გაიარა საქართველოს ტერიტორია?“.
ასე ესმით დეპოლარიზაცია - მეორე პოლუსის გადაწვითა და განადგურებით - ხრწნისა და თვითგანადურების სტადიაში მყოფი ხელისუფლება ცეცხლს უკიდებს საკუთარ თავს!- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია წერს, რითაც წალენჯიხის მერის ავტომობილის დაწვას ეხმაურება.
როგორც ჩანს, ბატონი ვაშაძე გუშინ წამოდგა შეზლონგიდან, აქამდე გართხმული იყო და მზეს ეფიცხებოდა მთელი ამ თვეების მანძილზე, რაშიც ჩვენ ვიყავით ვითომდა ეჭვმიტანილები,- ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის კრიტიკას, რომ „ქართული ოცნება“ ევროკავშირის რეკომენდაციებს მიზანმიმართულად არ ასრულებს და მათ მიერ ინიცირებული ყველა კანონპროექტი ამ რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.
რუსეთი მზად არის, ევროპას ენერგორესურსები მიაწოდოს, მათ შორის ამ შემოდგომასა და ზამთარში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რუსეთის ენერგეტიკის კვირის“ ფორუმზე განაცხადა.
