საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში გაემგზავრა.
17 დეკემბერს, 17 საათზე, ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერის სახელმწიფო თეატრში, ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია და გალა კონცერტი გაიმართება.
ბარბარობა, ქრისტიანული წმინდანის, ბარბარეს (ბარბარეს) სახელობის დღესასწაული. ხალხური წეს-ჩვეულების თანახმად იმართებოდა 4-6 დეკემბერს (ძველი სტილით).
ქუთაისში სამგზავრო ავტობუსის გატაცების მცდელობისთვის ორი პირი დააკავეს.
11 აპრილიდან 7 ნოემბრამდე პერიოდში, 1040 აფთიაქში მე-2 ჯგუფის წამლების ელექტრონული რეცეპტის გარეშე გაცემის ფაქტი გამოვლინდა.
რამდენიმე ცნობილ ჟურნალისტს, რომლებიც ილონ მასკის შესახებ წერდნენ, „ტვიტერში“ ანგარიში დაუბლოკეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
მეგობრებო, დროა, გაახაროთ ქართველი ხალხი და საახალწლოდ დატოვოთ სამარცხვინო პარლამენტად წოდებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი ყოფილი პრეზიდენტის კადრებს ეხმაურება და ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი სიმულიანტობს. ჟურნალისტებთან კომენტარში თეა წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ მიხეილ სააკაშვილი სასჯელის "არიდებითაა დაკავებული".
საქართველოს პარლამენტში მმართველი პარტიის, "ქართული ოცნების" ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას "კორუფციული საფუძველი ჰქონდეს". ასე შეაფასა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის სანქცირებასთან დაკავშირებით არსებული ჩანაწერი.
"საქართველოს ფსევდო მოყვარული ადამიანები, თითქოს საქართველოს საქმეს აკეთებენ, მაგრამ საბოტაჟს უწევენ ამ ქვეყანას, როდესაც კანდიდატის სტატუსზე მიდის საუბარი. გონივრული და საფუძვლიანი ეჭვია, რითაც შეიძლება გამართლდეს მათი მოქმედება, რომ საფუძველი შეიძლება იყოს კორუფცია. სხვა ახსნა ასეთ მავნებლობას არ აქვს. ამას ლოგიკური ახსნა შეიძლება ჰქონდეს - კორუფცია, მათ შორის პოლიტიკური კორუფცია და მხოლოდ ფინანსებზე არაა საუბარი. სხვა ახსნა, რომ სემ მიქსერმა, რომელიც მხარი არ დაუჭირა შესწორების შემდეგ, ახსნადი არაა", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მანვე მავნებლობა უწოდა რეზოლუციას მასში არსებული ჩანაწერების გამო:
"წარმოიდგინეთ, მე როგორც კანონმდებელს, გამომქონდეს რომელიმე კანონპროექტი ან რეზოლუცია და შემდეგ ლობისტებმა ისეთი ჩასწორებები უზრუნველყონ, რომ მე მხარი არ დავუჭირო. რამდენად გაუფასურდა მთლიანად რეზოლუცია. მთლიანად ეს რეზოლუცია ლობისტების მიერ ჩამატებული, ჩაკვეხებული ჩანაწერის გამო არის მავნებლობა საქართველოს მიმართ",-განაცხადა მდინარაძემ.
გუშინ, 14 დეკემბერს ევროპის პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან დაკავშირებით. დეპუტატები წუხან, რომ საქართველოში დემოკრატია სუსტდება და მოუწოდებენ ხელისუფლებას, გაათავისუფლოს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
ევროპულ საბჭოს კი სთხოვენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც რეზოლუციაში მოხსენიებულია არა მხოლოდ "ყოფილ პრემიერ-მინისტრად", არამედ "ოლიგარქადაც".
