ოქტომბერი 20 2022

გერმანიის ქალაქ ვისმარის მახლობლად თითქმის მთლიანად დაიწვა სასტუმრო, რომელშიც უკრაინელი ლტოლვილები ცხოვრობდნენ.


ოქტომბერი 20 2022

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში წინა პერიოდებთან შედარებით ყველაზე მეტი ადამიანი შემოვიდა. გასულ წელთან შედარებით (როცა კორონავირუსის პანდემიის გამო შეზღუდვები მოქმედებდა), მონაცემები 511 პროცენტით არის გაზრდილი.


ოქტომბერი 20 2022

მიუხედავად იმისა, რომ ირანი აგრძელებს ტყუილის თქმას, მსოფლიომ იცის, რომ რუსეთი იყენებს ირანულ დრონებს უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობასა და ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისთვის, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, ნედ პრაისი „ტვიტერზე“ წერს.


ოქტომბერი 19 2022

რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, მე პირადადაც მზად ვარ, თუკი ჩემი, თუნდაც მცირედი ბრალეულობა გამოიკვეთება სრული სიმკაცრით ვაგო პასუხი კანონის წინაშე,- ამის შესახებ თბილისი მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რითაც ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე ისაუბრა.

 

კალაძე იმედოვნებს, რომ მომხდარზე სიმართლე დადგინდება.

 

„ჩვენთვის მტკივნეულია, რომ ბრალდებულთა შორის არის მერიის თანამშრომელიც, მაგრამ სიმართლის დადგენა არის ერთადერთი, რასაც მცირედი შვების მოტანა შეუძლია. მე იმედი მაქვს,რომ სიმართლე დადგინდება ყველას მიმართ და არანაირი კითხვები არ დარჩება“, - განაცხადაკახა კალაძემ.

 


ოქტომბერი 19 2022

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ზოგიერთი პოლიტიკოსი ტრაგედიას საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მან თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე თქვა, რომ ვაკის პარკის შადრევანში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე "მოსახლეობა ტელეეთერებიდან ისმენს სრულიად გამაოგნებელ განცხადებებს".


ოქტომბერი 19 2022

„საქსტატმა“ რეალობა რომ გამოიანგარიშოს, რამდენ ადამიანს აქვს თუნდაც საშუალო ხელფასი, ჩვენ გვექნება სრული კატასტროფა, იმიტომ რომ ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც 130 ათას ადამიანს ხელფასი „საქსტატის“ მიერ გამოანგარიშებულ საარსებო მინიმუმზე ნაკლები აქვს, - ამის შესახებ პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ, ირაკლი პეტრიაშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა.


ოქტომბერი 19 2022

კახი, არ გადადგე! რა საჭიროა, უკვე ხომ დაიჭირეს ხალხი. დაბალი ღობე ხომ გამოჩნდა. ეს შენ არ გეხება, შენ მარტო კარგი ამბები - ლენტის გაჭრა, ფოიერვერკები, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.


ოქტომბერი 18 2022

დაიწყო სასწავლო პროცესი და,შესაბამისად, ყველა მშობელი განსაკუთრებულად ცდილობს ხელი შეუწყოს ბავშვის გონებრივ განვითარებას,რადგან ზაფხულის არდადეგების შემდეგ ბავშვებს უჭირთ საკლასო ოთახებში ყოფნა, საჭირო საკითხებზე კონცენტრირება, ახალი ინფორმაციის მიღება და დამახსოვრება.


ოქტომბერი 18 2022

“კიდევ ერთი დამაიმედებელი განცხადება საქართველოსთვის ევროინტეგრაციის გზაზე ევროკავშირის მაღალი თანამდებობის პირისგან - გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ევროპა ლისაბონიდან თბილისამდე უნდა გაფართოვდეს.


ოქტომბერი 18 2022

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სუბიექტური ინტერესი არ აქვს, სახალხო დამცველის რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს.


გვერდი 496 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.