სექტემბერი 25 2022

რუსეთმა უნდა გაიგოს, რომ მსოფლიო არ მოითმენს მის ატომურ რიტორიკას, – ამის შესხებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ „ტვიტერში“ დაწერა.


სექტემბერი 25 2022

რუსულმა კამიკაძე, უპილოტო თვითმფრინავებმა ქალაქ ოდესაზე კვლავ იერიში მიიტანეს. ამის შესახებ ოდესის საკრებულოს პრესსამსახურმა ტელეგრამის პოსტში განაცხადა.


სექტემბერი 25 2022

არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ სექსუალური ხასიათის ქმედების ჩადენის ბრალდებით შიდა ქართლში მამაკაცი დააკავეს.


სექტემბერი 25 2022

მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მარადიული სიცოცხლის მოპოვება, მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა განჭვრიტოს, როგორ გარდამოვიდა ზეცით ძე ღვთისა, როგორ განკაცდა; მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება მიხვდეს ადამიანი, თუ რა გააკეთა იესო ქრისტემ პირადად ყოველი ჩვენგანისთვის და მხოლოდ სარწმუნოებით შეიძლება ადამიანმა გამოასწროს თავისი ცოდვები და შეუდგეს მადლიან სულიერ ცხოვრებას, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი)სულთმოფენობიდან მეთხუთმეტე, ჯვართამაღლების წინა კვირას ქადაგებისას ბრძანა.


სექტემბერი 24 2022

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც, საომარი მდგომარეობის დროს საომარ მოქმედებებში მონაწილეობაზე უარის თქმა რუსეთში სამიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

 

ამასთან, საომარი მდგომარეობის დროს მეთაურის ბრძანებების შეუსრულებლობა დაისჯება ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე კანონი დეზერტირობისთვის ან სამხედრო მოსამსახურეების მიერ გაწვევის შემთხვევაში სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობა 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

პუტინის მიერ ხელმოწერილი კანონის მიხედვით, მობილიზაციის, საომარი მდგომარეობის, საომარი მოქმედებების ან სამხედრო კონფლიქტის დროს სამხედრო სამსახურში უფროსის მიმართ ძალადობისთვის პირს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.


სექტემბერი 24 2022

პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი პარტია "გირჩიდან", იაგო ხვიჩია მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ახლა რეგულაციების დაწესება ქვეყნის პროვოკაციებისგან დაცვა არაა. მან ტელეკომპანია "ფორმულის" ეთერში თქვა, რომ რეგულაციების შემოღებით ქვეყანაში იმ ადამიანებს გაუჭირდებათ შემოსვლა, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას - უკრაინის წინააღმდეგ ომში ჩართვას - გაურბიან.


სექტემბერი 24 2022

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ტვიტერში” ეხმაურება.


სექტემბერი 24 2022

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი აცხადებს, რომ რუსეთიდან გაქცეული მოქალაქეებისთვის ევროკავშირის კარის გაღებას მხარს უჭერს. აღნიშნული განცხადება შარლ მიშელმა „პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში გააკეთა.


სექტემბერი 23 2022

ირანში, ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, სულ მცირე, 36 ადამიანი დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლება, თავის მხრივ, აცხადებს, რომ დაიღუპა 17 ადამიანი, მათ შორის უსაფრთხოების ხუთი თანამშრომელი.


სექტემბერი 23 2022

უკრაინის არმიის "სამხრეთის" ოპერატიულმა სარდლობამ განაცხადა, რომ რუსულმა არმიამ ოდესაზე იერიში მიიტანა ირანული წარმოების თვითმკვლელი უპილოტო თვითმფრინავების გამოყენებით, რომლებიც ქალაქში ზღვიდან შეფრინდნენ.


გვერდი 508 სულ 962
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.