სულის გადარჩენა მდგომარეობს იესო ქრისტეს შეცნობაში, მისი მცნებების შეცნობაში, მისი ეკლესიის წევრობაში, ეს არის უმთავრესი ცხოვრებაში, გზა ხსნისა და გზა სიხარულისა - ღმერთის ნებაა, რომ ყოველი ჩვენგანი გახარებული და ბედნიერი იყოს , - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიო (მუჯირი) აღდგომიდან მეშვიდე, პირველი მსოფლიო კრების წმინდა მამათა ხსენების კვირას ქადაგებისას ისაუბრა.
ქართველი რეჟისორი, თემურ ჩხეიძე 78 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და ორგანიზაცია „თანადგომის“ ერთობლივი პროგრამის „ექიმის საათი“ მეორე ეტაპის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.
უკრაინის დედაქალაქ კიევში გამთენიისას რამდენიმე აფეთქება მოხდა.
მოქალაქეები, 5 ივნისს, რესპუბლიკის მოედანზე, აქციას “ერთად ევროპისკენ” გამართავენ, სადაც ევროკავშირის დროშაზე ხელს მოაწერენ, რომელსაც ბრიუსელში გააგზავნიან.
ჩვენი მანდატის ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ და ველაპარაკებით ჩვენი ევროპული ოჯახის წევრებს.
უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები შეჩერებულია, რადგან რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინის საკითხის სამხედრო გადაწყვეტაზე დებს ფსონს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
რუსეთის ჯარს შეუძლია შეაჩეროს მკვლელობები, თუ ერთი ადამიანი მოსკოვში ბრძანებას გასცემს, ასეთი ბრძანების არარსებობა კი მთელ მსოფლიოს ამცირებს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში აცხადებს, რომ უკრაინაში ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს და ომის დასასრულებლად მოლაპარაკებები დაიწყოს. ამის შესახებ ნათქვამია ანტონიუ გუტერეშის მიერ უკრაინაში ომის დაწყებიდან 100 დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში.
გამთენიისას რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქზე სარაკეტო იერიში მიიტანეს.
