"წარმოდგენა არ მაქვს, "ნაცმოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ "
სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა, - ამის შესახებ “გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ბათუმში განუცხადა, სადაც ევროინტეგრაციის საკითხებზე „სტრატეგია აღმაშენებელთან“ და „დროასთან“ ერთად მსჯელობენ.
როგორც ჯაფარიძემ აღნიშნა, უახლოესი გეგმაა, რომ ეს შეხვედრები ღია პლატფორმად გადაკეთდეს და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, მათ შორის საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს პროცესში ჩართვის საშუალება მისცეს.
რაც შეეხება კითხვას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და იმაზე, ვინ არის ერთობის წინააღმდეგი, ჯაფარიძე ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიების ნაწილი, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“ და„ლელო“ ერთობის წინააღმდეგნი არ არიან, თუმცა, ერთობის ფორმასთან დაკავშირებით კითხვები არსებობს.
"მე არ ვაკეთებ კომენტარს სხვა პარტიებში მიმდინარე მოვლენებზე. არ მგონია, რომ ეს ჩემი საქმე იყოს. მე მჯერა, რომ საბოლოო ჯამში ერთობა არის პრინციპულად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ეს სისტემა დავამარცხოთ და ქვეყანა დაუბრუნდეს ევროპული განვითარების გზას. შესაბამისად, ვიმუშავებთ და დაველაპარაკებით ყველას. ამ ერთობას ძალიან კარგი პერსპექტივა აქვს. ერთობის გარეშე არაფერი გამოვა. ვიდრე ხელისუფლებაში "ქართული ოცნებაა", საქართველოს არ უწერია ერთი ნაბიჯით წინ ევროპისკენ და დასავლეთისკენ. წარმოდგენა არ მაქვს, "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის შეცვლის შემდეგ მოხდება თუ არა გაერთიანება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ერთიანობისკენ უნდა ვიმოძრაოთ. მე არ ვიცი პარტიაში როგორ დალაგდებიან საბოლოო ჯამში, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს, ჩვენ ვაპირებთ გავაგრძელოთ მუშაობა იმისთვის, რომ დიდი ერთობა შეიქმნას "ნაციონალური მოძრაობის" ჩათვლით, რა თქმა უნდა. მათთან კომუნიკაცია სულ გვაქვს. მე არ მსმენია ნიკა მელიასგან რომ ის გაერთიანების წინააღმდეგია. მისი კრიტიკა, რაც მომისმენია, მხოლოდ გაერთიანების კონკრეტულ გზებთან მიმართებაშია, მაგალითად, პრაიმერისთან მიმართებაში აქვს კითხვები. ამიტომ ასე ვერ იტყვით, რომ ვინმე წინააღმდეგია ერთობის. ამ წუთში რაღაც თვალსაზრისით "ლელოც" წინააღმდეგია ერთობის, თუმცა, "ლელოს" ლიდერებსაც რომ მოუსმინოთ, ისინიც რაღაც ტიპის ერთობის მხარდამჭერები არიან, ოღონდ ფორმას სხვას ფიქრობენ. სამუშაოა და საბოლოო ჯამში ყველა ერთობამდე მივალთ. სხვა ფორმულას ვერავინ დადებს და ვერ იტყვის, რომ ესაა ივანიშვილის დამარცხების გზა. არ არსებობს ასეთი ფორმულა. ეს შეხვედრები არ არის მარტო პარტიების ამბავი. უახლოესი გეგმაა, რომ ეს გადაკეთდეს და გახდეს ღია პლატფორმა, სადაც საზოგადოებისთვის ცნობილ სახეებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავის ცდა უნდათ პოლიტიკაში მიეცემათ საშუალება ჩაერთონ ამ პროცესში. მათ შორის იმ პროცესში, რომ ადამიანებს გააგებინონ - "ქართული ოცნების" პირობებში ეს 12 პუნქტი არ შესრულდება. გავა კიდევ ერთი წელი და ისევ უარს გვეტყვიან. ადამიანები გასაღვიძებლები არიან და ამაში მონაწილეობა ყველამ, უნდა მივიღოთ. ვაპირებთ გაფართოებას", - განაცხადა ჯაფარიძემ.
სიახლეები
- ,,დღეს გვაქვს საქართველოს მოქალაქეების მიერ არჩეული პარლამენტის პირველი სხდომა"- შალვა პაპუაშვილი
- აქციის პარალელურად პარლამენტში „ქართული ოცნების“ წევრები შეიკრიბნენ
- პრემიერმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის კანდიდატად დავით სონღულაშვილი დაასახელა
- თურქეთში დაშვების დროს, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა
- ,,არავითარი მნიშვნელობა ამ რადიკალური ჯგუფების პარლამენტში ყოფნას არ აქვს"- შალვა პაპუაშვილი