"ოქტომბრის თვის მონაცემებით, თბილისის მასშტაბით 1 390 ბუნებრივი გაზის კუსტარული დანადგარი ჩაიხსნა"- „თბილისი ენერჯი“
„ეს ნიშნავს რომ ასეულობით ოჯახი co-თი (ცეო) ინტოქსიკაციას და და ყველაზე მძიმე შემთხვევაში სიკვდილს გადარჩა. „თბილისი ენერჯი“ გთხოვთ, გამოიჩინოთ მაღალი პასუხისმგებლობა საკუთარი ოჯახის და მეზობლების უსაფრთხოებისთვის. დაიცავით გაზის უსაფრთხო მოხმარების აუცილებელი წესები (უსაფრთხოების შესახებ აუცილებელი წესები იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე te.ge, ასევე ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე).
აქვე ვავრცელებთ თბილისის ყველაზე საშიში უბნების სტატისტიკას გაზის კუსტარული დანადგარების მოხმარების და ჩახსნის მონაცემებით, სადაც პირველ ადგილზეა ისანი-სამგორი-ვაზისუბანი. ამ უბნებში ჯამში 517 კუსტარული დანადგარი ჩახსნეს „თბილისი ენერჯის“ სპეციალისტებმა. მათი დიდი ნაწილი განმეორებით ჩაიხსნა“,- აღნიშნულია „თბილისი ენერჯის“ ინფორმაციაში.
სიახლეები
- “26 და 27 სექტემბერს ამინდი შემოდგომისთვის დამახასიათებელი არამდგრადი და გრილი იქნება” – მეტეოროლოგი
- ნიკოლა სარკოზის ხუთი წლით პატიმრობა მიესაჯა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 26 სექტემბრისთვის
- “თუ სურთ, რომ ციხეში მეძინოს, დავიძინებ თავაწეული” - სარკოზი პატიმრობის მისჯაზე
- ცნობილია ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალის პროგრამა