სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ სიონის საკათედრო ტაძარში, მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენებისა და აფხაზეთის დღესთან დაკავშირებით პარაკლისი აღავლინა და მრევლს მიმართა:
„მხოლოდ ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი პარალელურად მიმდინარეობდა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების: ცერონისისა და კნოლევის, ტახტისძირისა და დვანის, კოდას, ჭვრინისისა და ატოცის; წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლების: ფახულანისა და მუჟავას და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლების: ხურჩისა და განმუხურის მიმდებარე ტერიტორიებზე“ - ეს არის ამონარიდი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 22 მაისსგავრცელებული განცხადებიდან.
ინგრედიენტები
ბელარუსში კორონავირუსით ინფიცირების საერთო რაოდენობამ 35 244-ს მიაღწია.
კახეთში ეპიდსიტუაცია კვლავ სტაბილურია.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრ არსენ ტოროსიანის განცხადებას წერილობით უპასუხა, რომელმაც, სომხური სააგენტოების ცნობით, ეჭვი გამოთქვა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სტატისტიკის სიზუსტის თაობაზე.
საგანგებო მდგომარეობის დროს დაწესებული, ჯარიმებისა და საურავების გადახდაზე არსებული საშეღავათო პერიოდი 23 მაისს, საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასთან ერთად დასრულდა.
ქუთაისში ინტენსიურად მიმდინარეობს სკვერების კეთილმოწყობის სამუშაოები.
15 ივლისამდე ჩვენ ვერ მივცემთ ჩვენს მოქალაქეებს ისეთი თავშეყრის გამართვის შესაძლებლობას, როგორიც არის ქორწილები და ხალხმრავალი ღონისძიებები, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა „საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა.
ამერიკელმა მილიარდერებმა და მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის პანდემიის დროს ქონება კიდევ უფრო გაზარდეს.