"დაუჯერებელი და გაუგონარი" - რას წერს თინა ხიდაშელი
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
"დაუჯერებელი და გაუგონარი დრამა ვიხილეთ დღეს.
ქალაქის მერი ადასტურებს შეხვედრას ყოფილ პრემიერთან.
პარლამენტის ყოფილი თავ-რე ამბობს რომ საერთოდ ფულს ითხოვდაო.
ყოფილი პრემიერი ყველა კითხვას ერთი სიტყვით პასუხობს ტყუილია - ტყუილია.
არადა ქალაქის მერიაში ვერავინ შევა და გავა ისე კამერებმა არ დააფიქსირონ, ხოდა ამდენ ჩხუბს და მატყუარას ძახილს იქნებ მარტივად გვაჩვენოთ ფაქტი და დასრულდეს ეს ხელოვნური აჟიოტაჟი.
ასეთი ტყუილი ოცნებისგანაც კი გამიკვირდება.
თუმცა, რა ვიცი, რა ვიცი…", - წერს თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში.
სიახლეები
- „კლინიკა ბომონდი“ 20 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე განცხადებას ავრცელებს
- ,,აშშ-ს ევროპის გაყოფა სურს, მათ ევროკავშირი არ მოსწონთ"- კაია კალასი
- ტრამპმა განაცხადა, რომ მისთვის ირანელი ჩინოვნიკების ლიკვიდირება დიდი პატივია
- ,,თუ ამგვარ ფაქტს აქვს ადგილი, რა თქმა უნდა, რაღაც დასამალი აქვს"- კახა კალაძე
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
