ყურძენი საუკეთესოა არა მარტო გამოსაჯანმრთელებლად, არამედ განსატვირთად, ორგანიზმის საფუძვლიანად გასაწმენდად.
„ჩვენ კარგად ვიცით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას, ჩვენ გვაქვს უწყვეტი დიალოგი და თანამშრომლობა საზოგადოებასთან, მოქალაქეებთან, ამიტომ შემდეგი წლების განმავლობაში „ქართული ოცნების" პოლიტიკური გუნდის, ჩვენი ქვეყნის მთავარი საზრუნავი იქნება კიდევ უფრო მეტი გავაკეთოთ ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ხობში განაცხადა, სადაც „ქართულმა ოცნებამ" ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი წარადგინა.
უახლოეს მომავალში, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში 274 ბინა ნგრევად შენობებში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს გადაეცემათ. ამის შესახებ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ.
ბევრი პროვოკაცია გველოდება წინ, მაგრამ ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს, რომ არავის მივცეთ შესაძლებლობა, ელემენტარული ჩრდილი მიაყენოს ჩვენს გამარჯვებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ფოთში, ხობსა და სენაკში „ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ირაკლი ხახუბიას წარდგენისას, ხობში განაცხადა.
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ენდელაძის შეფასებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა უკვე საგანგაშოა. მან საზოგადოებას რეგულაციების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევიდან 471 თბილისში, 343 აჭარაში, 211 კი იმერეთში დაფიქსირდა.
საქართველოში კორონავირუსით რვა პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოში კორონავირუსის 1192 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 17 477შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 233 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 8060
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში კიდევ რვა პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 136-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 900 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი, კოვიდსასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა კი 1 388-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.
გუშინ საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 246 პაციენტი.
18 ოქტომბერს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღეა.
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის ე.წ. „პრეზიდენტს“ ანატოლი ბიბილოვს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ბიბილოვის პრესმდივან დინა გასიევაზე დაყრდნობით ავრცელებს.