October 5, 2025

ოქტომბერი 11 2024

„ქართული ოცნება“ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას კიდევ ერთხელ იწყებს. გადაწყვეტილების მიღების მიზეზი კვლავ უცხოეთში უნებართვო ვიზიტებია.


ოქტომბერი 11 2024

პროკურატურისთვის და ნებისმიერი იურისტისთვის გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი გივი თარგამაძეს უთვალთვალებდა, რაც გივი თარგამაძის აფეთქებასთან პირდაპირ კავშირში ვერ იქნება, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


ოქტომბერი 11 2024

მსოფლიოში ტექნოლოგიების უპრეცედენტო ტემპით განვითარება ახალ შესაძლებლობებს აძლევს ადამიანებს და აძლიერებს ეკონომიკას. სწორედ ამ მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი, რომელიც იქნება ინოვაციების, შესაძლებლობების და კრეატივის სივრცე და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ციფრულ და ტექნოლოგიურ ტრანსფორმაციას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის კონცეფციის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


ოქტომბერი 11 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 12 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7263 ლარი ეღირება, ევრო – 2.9804 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5600 ლარი.


ოქტომბერი 11 2024

მივმართავთ ყველას, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, მასწავლებლებს, საჯარო სექტორში დასაქმებულ ჩვენს მოქალაქეებს, ნუ შეგაშინებთ ხელისუფლების ცვლილება. პოლიტიკური ანგარიშსწორების დრო დასრულდა. 26 ოქტომბერს თქვენ ხმა უნდა მისცეთ თქვენთვის სასურველ პოლიტიკურ ძალას და დარწმუნებული უნდა იყოთ, რომ თქვენი არჩევანი თქვენს სამსახურებრივ პოზიციაზე და კარიერაზე ნეგატიურ გავლენას არ იქონიებს, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებაშია ნათქვამი.

ხაზარაძის განცხადებით, ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

„ორი კვირა დარჩა არჩევნებამდე. არჩევნების საბოლოო შედეგი მხოლოდ ქართველ ხალხზეა დამოკიდებული. უკვე აშკარაა, რომ ამ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს. ყველა სანდო გამოკითხვა ამას ადასტურებს. ეს ფაქტი „ქართული ოცნებისთვისაც” ცნობილია და სწორედ ეს განაპირობებს მათ პანიკურ ქცევასა და შიშს. ამომრჩეველთა უმრავლესობამ უკვე დადასტურებულად იცის, რომ არ სურს „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში. არჩევნები და ხმების სამართლიანი დათვლა ამის დასტური იქნება.

ყველა დემოკრატიულ სახელმწიფოში, როდესაც არჩევნებით იცვლება ხელისუფლება, დღის წესრიგში დგება რიგი საკითხები. დღეს მე რამდენიმე მათგანზე მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო.


ოქტომბერი 11 2024

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ახალი, 3,5 კმ-იანი ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობას იწყებს. ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.


ოქტომბერი 10 2024

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა და მერის მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა ძიუდოში ახალგაზრდული ჩემპიონატის პრიზიორს საბა ქარდავას უმასპინძლეს.


ოქტომბერი 10 2024

ბრიტანულ გაზეთ „დეილი ტელეგრაფში“ (The Daily Telegraph) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „დონალდ ტრამპის „გარიგების ხელოვნება“ - როგორ უნდა დამყარდეს უკრაინაში მშვიდობა“ (ავტორი - ჯო ბარნსი). თუ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი 5 ნოემბრის არჩევნებში გაიმარჯვებს, იგი რუსეთ-უკრაინის ომის შეწყვეტის საკითხში ისე იმოქმედებს, როგორც თავისი საქმიანი მოლაპარაკების დროს იქცევა ხოლმე“, - ასეთია მასალის დედააზრი.


ოქტომბერი 10 2024

11-12 ოქტომბერს, ქუთაისში, მუხნარის ტყე-პარკში ახალი მუსიკალური ფესტივალი Yellow Fest იღებს სტარტს.


ოქტომბერი 10 2024

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით, 16 ოქტომბერს აღნიშნავს მსოფლიო სურსათის დღეს - ქუთაისში, თეთრი ხიდის მიმდებარედ!


გვერდი 109 სულ 1338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.