October 5, 2025

ოქტომბერი 17 2024

“მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებით და იმედოვნებს, რომ თბილისის პოზიციაში დადებითი ცვლილებები მომავალ მოლაპარაკებებზე აისახება და კონკრეტულ შედეგებს გამოიღებს“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ოქტომბერი 17 2024

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან საუბრისას უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების აუცილებლობა განიხილა, ასევე ახსენა, რომ კიევმა თავის დროზე ბირთვულ იარაღზე თქვა უარი.


ოქტომბერი 17 2024

სადღეგრძელოებში ყველას ერთმანეთი უყვარს და ეთანხმება, მაგრამ როგორც კი სადღეგრძელო საქმეში გადავა, სალომე ზურაბიშვილის ქარტიიდან ბუნდღა არ დარჩება, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.


ოქტომბერი 17 2024

ჩემი სტილი ყოველთვის იყო ხალხთან ახლოს მისვლა, თვალებში ჩახედვა, მე არასდროს მქონია ფული და მათაც ვერ გავუნაწილებდი, მაგრამ მქონდა ხალხის მიმართ სიყვარული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 17 2024

ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES) პროგრამის ვიცე-პრეზიდენტს კატერინა ელენას, (IFES) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორს რენატა ლევოვსკის და მის მოადგილეს დავით ღონღაძეს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა  26 ოქტომბრის არჩევნებისთვის მზადების პროცესი იყო.


ოქტომბერი 16 2024

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, რატი ბრეგაძის განცხადებით, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრემიერ-მინისტრის კანდიდატურას პარლამენტს წარუდგენს ის პოლიტიკური პარტია, რომლესაც არჩევნებში საუკეთესო შედეგი ექნება.


ოქტომბერი 16 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 17 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7143 ლარი ეღირება, ევრო – 2.9567 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5337 ლარი.


ოქტომბერი 16 2024

მოსკოვში აცხადებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის „გამარჯვების გეგმა“ ნატო-ს რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისკენ უბიძგებს.


ოქტომბერი 16 2024

ვინც არ იცის, ყვარელში მაქვს ორ ჰექტრამდე ვენახი. სამწუხაროდ, ვენახის დიდი ნაწილი დაისეტყვა და დავრჩით ყურძნის გარეშე და ვალაკიდებული, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 16 2024

Dartmouth-ის პროფესორ/მეცნიერი ფრიდონ შუბითიძე სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც Fistnews.ge უცვლელად გთავაზობთ:


გვერდი 107 სულ 1338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.