October 5, 2025

ოქტომბერი 21 2024

“არჩევნების მოახლოების პარალელურად, პოლიტიკურ სპექტრში განხილვის თემაა უჩვეულოდ მშვიდი წინასაარჩევნო გარემო. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ეს, შესაძლოა, მოჩვენებითი სიმშვიდე იყოს დ არჩევნებამდე დარჩენილ ბოლო კვირაში ხელისუფლებას ან ოპოზიციას ნერვებმა უმტყუნოს.


ოქტომბერი 21 2024

მოლდოველმა ხალხმა საკუთარი სიტყვა თქვა, ევროკავშირში ჩვენი მომავალი ახლა კონსტიტუციაში იქნება ჩაწერილი, – ამის შესახებ მოლდოვის მოქმედი პრეზიდენტი მაია სანდუ სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 21 2024

გილოცავთ მოლდოველ ხალხს და თქვენ, მაია სანდუ. თქვენ ეს კიდევ ერთხელ შეძელით, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სოციალურ ქსელში წერს.


ოქტომბერი 21 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 22 ოქტომბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.7207 ლარი ეღირება, ევრო – 2.9509 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5421 ლარი.


ოქტომბერი 21 2024

„ქვეყანაში იმდენად პასიური საარჩევნო კამპანიაა, რომ ასეთი უცნაური ნიუსებიც ნიუსი ხდება. რა იმპიჩმენტი უნდა მოუწყო პრეზიდენტს, რომლის უფლებამოსილება დეკემბერში თუ ნოემბრის ბოლოს იწურება? – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.


ოქტომბერი 21 2024

პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს მიმდინარე კვირაში გადაეგზავნება.


ოქტომბერი 20 2024

ეს არის ბოლო გაფრთხილება არჩევნებამდე ბიძინა ივანიშვილისთვის, რომ ქართველი ხალხი ევროპულ მომავალს არ დათმობს!- კიდევერთხელ გავაგონოთ ბიძინა ივანიშვილს ამაყი, ევროპელი, თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის ხმა,- ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.


ოქტომბერი 20 2024

თავისუფლებას და ხალხის არჩევანს ვერაფერი გააჩერებს - 5 დღეში ჩვენ ამ ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით გავუშვებთ იქ, სადაც მათი ადგილია, რუსეთისკენ, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ, მარჯანიშვილის მოედანზე მარშის სახელწოდებით - „საქართველო ირჩევს ევროკავშირს“ დაწყებამდე განაცხადა.


ოქტომბერი 20 2024

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური პარტიიდან“, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თუ თეთრ სახლში დაბრუნდება, ჩინეთი ვერ გაბედავს მის პროვოცირებას, რადგან პრეზიდენტმა სი ძინპინმა იცის, რომ ის "გიჟია".


ოქტომბერი 20 2024

აქცია, რომელიც დააანონსა დღეს ლგბტ და რადიკალურმა ოპოზიციამ, პრინციპში, სიმბოლურია, - ასე შეაფასა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ, ოპოზიციის და არასამთავრობოების მიერ დაგეგმილი მარში.


გვერდი 105 სულ 1338
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.