ილია თოფურია UFC-ს თეთრი სახლის ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება, მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის ქართველი ჯასტინ გეიჯის შეხვდება
ილია თოფურია UFC-ს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ღონისძიების მთავარი მონაწილე იქნება. 15 ივნისს ქართველი მებრძოლი ვაშინგტონში, თეთრ სახლში ამერიკელ ჯასტინ გეიჯის მსუბუქი დივიზიონის ქამრისთვის დაუპირისპირდება, – ინფორმაციას ორგანიზაცია ავრცელებს.
თეთრ სახლში გასამართ ღონისძიებას UFC Freedom 250 ეწოდა, ის აშშ-ს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს მიეძღვნება. ღონისძიება ექვსი ბრძოლისგან შედგება, ხოლო თოფურიასა და გეიჯის შეხვედრა ბოლო იქნება.
29 წლის ილია თოფურია UFC-ს ორი წონის ჩემპიონია. 2024 წლის თებერვალში მან ქვემსუბუქი დივიზიონის (66კგ) ქამრისთვის ბრძოლაში ალექსანდერ ვოლკანოვსკი დაამარცხა. მსუბუქი წონის (70კგ) ჩემპიონი ქართველი 2025 წლის ივნისში გახდა, მან ბრაზილიელ ჩარლზ ოლივეირას სძლია. რაც შეეხება 37 წლის ჯასტინ გეიჯის, ამჟამად ის დივიზიონის დროებით ქამარს ფლობს.
თოფურია მსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ქამრის პირველად დაცვას სწორედ ვაშინგტონში, თეთრი სახლის ტერიტორიაზე შეეცდება. ის შერეულ ორთაბრძოლებში აქამდე არ დამარცხებულა და 17 გამარჯვება აქვს.
სიახლეები
- ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, ისრაელმა ომის შემდეგი ფაზის ფარგლებში ირანის ნავთობის საცავები დაბომბა
- ირანის მთავარი სამხედრო მეთაური შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ
- "მეგობრობა, რომელიც ქართველ და ებრაელ ხალხებს შორის არსებობს, დღესაც, განსაკუთრებით რთულ დროშიც უნდა გამოვლინდეს" - ისრაელის საელჩო
- "უცხოელმა დონორებმა არაერთხელ უარყვეს გამჭვირვალობის ნაწილში ხელისუფლების რეკომენდაციები და ვალდებულებები დაარღვიეს, დარღვევებს შედეგები მოჰყვება"
- "სხვადასხვა პირის მიერ არაერთი ინფორმაცია გახმოვანდა საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების რეკრუტირების შესახებ და მათ შორის, იყო დადანაშაულება თუ მინიშნებები ტერორიზმის მიმართულებით"
