May 17, 2025

ივნისი 12 2020

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის, ლევან გოფოძის განცხადებით, მათ კლინიკაში კორონავირუსი კიდევ 6 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც მან აღნიშნა, მათ კლინიკაში მოთავსებული ინფიცირებული ადამიანებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულია.


ივნისი 12 2020

დღეს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტმა ნათია ლოლაძემ,  ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის საზოგადოებათა საერთაშორისო ფედერაციის ოფისის ხელმძღვანელმა სამხრეთ კავკასიაში, ოლგა ჯუმაევამ მოინახულეს გორის წითელი ჯვრის საზოგადოების ფილიალი, შეხვდნენ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეებს და განიხილეს გორის ფილიალის COVID-19-ზე რეაგირების საქმიანობები.


ივნისი 12 2020

ქვეყნის შიგნით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ვხედავთ დესტრუქციული ძალების გააქტიურებას, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში პლენარულ სესიაზე განაცხადა, სადაც მას „მინისტრის საათის" ფორმატში უსმენენ.


ივნისი 12 2020

პარლამენტმა პირბადის ტარების წესის შესახებ კანონპროექტი მესამე მოსმენით, 76 ხმით დაამტკიცა.


ივნისი 12 2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის ინფექციით ორი ახალი პაციენტი მოათავსეს.


ივნისი 12 2020

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი საზოგადოებას ქორწილის, ქელეხის, იუბილისა და ნათლობის გადახდისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.


ივნისი 12 2020

საქართველოში  ეკონომიკის გახსნის პარალელურად ეპიდემიოლოგიური რისკების  ზრდის ფონზე, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ვითარების ოპერატიული მართვის რეჟიმს აძლიერებს.


ივნისი 12 2020

თურქული გაზეთის „ჰურიეთ“-ის («Hürriyet») დღევანდელ, 12 ივნისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ვირუსის პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების გამო ჩაის პლანტაციებში ქართველები სენეგალელებმა შეცვალეს“.


ივნისი 12 2020

ამერიკულ ჟურნალ „ფორინ პოლის“-ში («Foreign Policy») სათაურით „მე პოლიცია ჯერ გავაუქმე, შემდეგ კი აღვადგინე. ამერიკის შეერთებულ შტატებს შეუძლია იგივე გააკეთოს // საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი განმარტავს, თუ როგორ შეიძლება საზოგადოების ნდობის აღდგენა და კორუფციაზე გამარჯვება“ გამოქვეყნებულია მიხეილ სააკაშვილის სტატია, რომელშიც იგი ჰყვება, თუ როგორ განახორციელა პოლიციის რეფორმა საქართველოში.


ივნისი 12 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 837 გახდა.


გვერდი 1104 სულ 1324
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.