"ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა უნდა აეკრძალოს"- ანა დოლიძე
დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში დამოუკიდებელი მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა დოლიძემ საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება წარადგინა.
დოლიძის თქმით, ამომრჩეველზე ზეწოლის საკითხი წლებია პრობლემას წარმოადგენს და მის მიერ მომზადებული ცვლილება პრობლემის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს.
ცვლილების თანახმად, ამომრჩეველს საარჩევნო კაბინაში ტელეფონის შეტანა უნდა აეკრძალოს.
"წლების განმავლობაში ერთ-ერთი მთავარი ბერკეტი, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩევლის ნებაზე ზეწოლა ეს არის მოთხოვნა, რომ ამომრჩეველმა ჯიხურში, ხმის მიცემის პროცესის შემდეგ ფოტო გადაუღოს შემოხაზულ ბიულეტენს და ეს გაიტანოს, ნებისმიერ პირთან, რომლის მეშვეობითაც ხდება ამომრჩეველზე ზეწოლა. დიდი ხნის წინ მე განვაცხადე ინიციატივა, რომ შეიქმნას პირობა, საშუალება, რომ ჯიხურში ამომრჩეველმა არ შეიტანოს ტელეფონი და ამით შევქმნათ საშუალება, რომ თვითონ ამომრჩეველი გათავისუფლდეს ამ წნეხისგან. პარლამენტის წარმომადგენლებისგან რეაგირება ნულოვანია და მე თვითონ დავწერ იმ ინიციატივებს და იმ იდეებს, რომელიც წარმოიშვება ჩვენს გუნდში. დღეს მე წარვადგენ ინიციატივას, რომლის მიხედვითაც ამომრჩეველს არ უნდა ჰქონდეს საშუალება საარჩევნო ჯიხურში შეიტანოს ტელეფონი", -განაცხადა ანა დოლიძემ.
სიახლეები
- მთავრობა თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების გადაწყვეტილებას ცვლის
- პროკურატურამ ნიკა მელიას ახალი ბრალდება წარუდგინა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 10 თებერვლისთვის
- "სერიოზული პრობლემების წინაშე დგას დღეს ევროკავშირი, მათ შორის მიგრაციის კუთხით" - ირაკლი კობახიძე
- ქუთაისში, ერთ-ერთი კლინიკის ექიმმა, სავარაუდოდ, საავადმყოფოს დირექტორთან კონფლიქტის შემდეგ, თვითდაზიანება მიიყენა
