ივლისი 13 2020
საქართველოს პრეზიდენტი წუხილს გამოთქვამს 12-13 ივლისს აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე მომხდარი შეიარაღებული დაპირისპირების გამო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ივლისი 13 2020

ევროკავშირი სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდებს, შეწყვიტონ შეიარაღებული დაპირისპირება და დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები შემდგომი ესკალაციის პრევენციის მიზნით, - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის ოფიციალური წარმომადგენელის, პიტერ სტანოს, მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.


ივლისი 13 2020

გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც, - სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.


ივლისი 13 2020

რეგიონული დესტაბილიზაციის არაპროგნოზირებად შედეგებზე პასუხისმგებლობა მთლიანად აზერბაიჯანის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დაეკისრება, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.


ივლისი 13 2020

ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში გაავრცელა:


ივლისი 13 2020

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან დასაშვები გახდა ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარება, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად.


ივლისი 13 2020

ესპანურ გაზეთ „პუბლიკო“-ში Publico») გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „არა, რუსეთი დონალდ ტრამპს ხმას არ მისცემს“, რომელშიც აშშ-ზე რუსეთის შესაძლო გავლენები და საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევის შესაძლებლობა განხილული.


ივლისი 13 2020

ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნება" ოთარ ლორთქიფანიძემ დატოვა.


ივლისი 13 2020

2-3 საათიანი პაუზის შემდეგ აზერბაიჯანულმა მხარემ სომხური პოზიციების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლი განაახლა, - ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე დაყრდნობით ავრცელებს.


ივლისი 13 2020

ესპანურ  გაზეთ „ელ კორეო“-ში El Correo»), რომელიც ბილბაოში (ბასკების ქვეყანაში) იბეჭდება, გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „საქართველოს პრეზიდენტმა თორნიკე შენგელიას რუსულ  კლუბში გადასვლა დაგმო, თვითონ ფორვარდი კი აცხადებს, რომ „ამ გადასვლით ჩემი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულებას არ შევცვლი“ (ავტორი - რაფაელ მენიუეკო).


გვერდი 1125 სულ 1359
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.