"ივანიშვილს სურს, რომ რომ გუნდი გაიწვრთნას“ - ლადო კახაძე
"როდის გამოქვეყნდება "ოცნების“ პარტიული სია, არ ვიცი, შეიძლება ჯერ ნაწილი გამოქვეყნდეს, ან ერთიანად იქნას წარმოდგენილი. რამდენი პროცენტით განახლდება, ციფრის დასახელება გამიჭირდება, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ გამოყენებული იყოს მაჟორიტრების პრინციპი - ანუ როგორც მაჟორიტარების შემადგენლობა განახლდა“
- აცხადებს „ოცნების“ დეპუტატი ლადო კახაძე მმართველი გუნდის პარტიულ სიასთან დაკავშირებით საუბრისას”, - წერს გაზეთი "რეზონანსი“ სტატიაში სათაურით, „ივანიშვილს სურს, რომ რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია“, - ლადო კახაძე
“ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი კობახიძის განცხადებით, "ოცნება“ პარტიის ახალ სიას აგვისტოს ბოლოს გამოაქვეყნებს, სადაც ბევრი ახალი სახე იქნება. პოლიტსაბჭოს წევრი არ ვარ და ამიტომ პარტიულ სიასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს გეტყვით. ალბათ სკრუპულოზულად შერჩევა იქნება და მთავარი კრიტერიუმები: ბეგრაუნდი პროფესიონალიზმი, პოლიტიკური გამოცდილება და რაც მთავარია, პოპულარობა მოსახლეობაში. ვფიქრობ, რომ საკმაოდ განახლებული გუნდი იქნება. პროცენტულად არ ვიცი, ციფრის დასახელება გამიჭირდება, 120 კაციან სიაში 60% იქნება თუ არა ახალი სახე, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ პარტიული სიის შედგენისას გამოყენებული იყოს მაჟორტარების პრინციპი. ანუ როგორც მაჟორიტარების შემადგენლობა განახლდა”, - აღნიშნავს გამოცემა.
“ბიძინა ივანიშვილი პარტიული სიის შედგენაში არ ერევა. მისი სურვილია, რომ გუნდი გაიწვრთნას და ერთმანეთთან ჩამოყალიბდეს კარგი კომუნიკაცია. პროფესიონალების გუნდი მუშაობს პარტიის ახალ პროგრამაზე და "ოცნება“ ამომრჩეველს სრულფასოვან პროგრამას შესთავაზებს. რაც შემეხება მე, ჯერ-ჯერობით შემოთავაზება არ ყოფილა. ჩემთვის საინტერესო და საპასუხისმგებლოა ისეთ პოლიტიკურ ძალასთან მუშაობის გაგრძელება, როგორც "ოცნება“ და მის ლიდერი ბიძინა ივანიშვილია“, - განაცხადა "რეზონანსთან“ ლადო კახაძემ”, - წერს სტატიის ავტორი.
სიახლეები
- "2022 წლიდან ომში 60-დან 100 ათასამდე უკრაინელი სამხედროა მოკლული, რუსეთის დანაკარგი ომში კიდევ უფრო დიდია" - „ეკონომისტი“
- ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგით 37-ე სხდომა გამართა
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 28 ნოემბრისთვის
- პარლამენტი მთავრობას ნდობას 28 ნოემბერს გამოუცხადებს
- ცესკო საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებთან დაკავშირებულ პროცედურებს განმარტავს