მოგეხსენებათ, 10 ივლისს, 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების თაობაზე ექსპერტიზის დასკვნა გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, ახალგაზრდის სიკვდილის მიზეზად დადგენილია ასფიქსია წყალში დახრჩობით.
ვინც ჩაიდინა, ვაჟკაცობა უნდა ჰქონდეს და გამოვიდეს, - ამის შესახებ ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.
რომის პაპი ფრანცისკე „ძალიან დამწუხრებულია“ თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, რომლის მიხედვითაც აია-სოფიას ტაძარს მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, რომელსაც მანამდე მუზეუმის სტატუსი ჰქონდა.
„მე ვფიქრობ სტამბოლზე, ვფიქრობ აია-სოფიაზე და ძალიან დამწუხრებული ვარ“, - განაცხადა პაპმა კვირის ტრადიციული ქადაგებისას ვატიკანში.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში მდებარე აია-სოფიას ტაძარს ოფიციალურად მიანიჭა მეჩეთის სტატუსი.
11 ივლისს, საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი.
მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ცენტრებში უსაფრთხოების ყველა ზომა მაქსიმალურად არის დაცული, აბიტურიენტების ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ყველა ის პირი, რომელიც კოვიდინფიცირებულთან ერთად იმყოფებოდა ოთახში განთავსდება კარანტინში.
გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზია ასფიქსია წყალში დახრჩობით, - აღნიშნულის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შაქარაშვილის საქმის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.
ინდივიდუალური, უნიკალური, განსხვავებული, მოაზროვნე, ჭკვიანი ან... ძლიერი - სუსტი... - ეს ადამიანია. ერთმანეთისგან განსხვავებული ქცევებით, შეფასებებით...
ჟურნალისტი ვახო სანაია პოლიციელის ჩვენების ნაწყვეტს სოციალურ ქსელში ასაჯაროვებს:
"პოლიციელის ჩვენებიდან. ეს იმ იკიპაჟის პოლიციელია, რომელმაც, ჩვენების მიხედვით, იაკობ ბრეგვაძე თბილისში, გუდვილთან ჩამოიყვანა. პოლიციელი ჰყვება - იაკობ ბრეგვაძემ გვითხრა, რომ საერთოდ არ ვიცნობდი იმ 5 ახალაზრდას, რომელთაც მერსედედის მგზავრებმა სცემესო. ანუ ვისთანაც ერთად ფეხით მოდიოდა, მათ არ ვიცნობდიო, ვისთანაც ერთად დაბადების დღეზე იყო, ერთად წამოვიდნენ, ხიდზე ვიდეოებს იღებდა და ლისზე წასვლას გეგმავდა, მათ არ ვიცნობდიო. უბრალოდ ჩემ წინ მიდიოდნენ და მერე ჩხუბი მოხდაო,"- წერს სანაია.
შაქარაშვილის საქმეზე ერთერთი დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ საგამოძიებო ორგანომ მას საქმის მონაწილე ერთერთი პირის მეგობრის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები შემთხვევით, შეცდომით გადასცა, შემდეგ კი ხელწერილის დაწერა მოსთხოვეს ამ მასალის გასაჯაროების თავიდან ასაცილებლად.
