საქართველოში სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება დაიწყო - ფონდი „ქართუ“ 4 მილიონ პირბადეს ჯანდაცვის სექტორისთვის შეიძენს
საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ქართულმა კომპანიამ სამედიცინო პირბადეების წარმოება დაიწყო.
წყალტუბოს სასტუმრო „პრომეთეში“ განთავსებული საკარანტინე სივრცე დღეს 51 მოქალაქემ დატოვა.
პაატა იმნაძეს პატივს ვცემ, მაგრამ სჯობს მან ის დაითვალოს, რეალურად რამდენი დაინფიცირებული გვყავს, - ასე უპასუხა ბოდბელმა მიტროპოლიტმა მეუფე იაკობმა ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პაატა იმნაძის იმ განცხადების შეფასებას შეეხებოდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობდა, რომ საქართველოში შესაძლოა, კორონავირუსით გარდაცვლილთა გვამების დათვლა გაჭირდეს.
ის მოვლენები, რასაც ჩვენ ვხედავთ, რაც მთელ მსოფლიოშია, ღვთისაგანაა და წყალობა ღვთისა ჩვენთან არის, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას ბრძანა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოში აპლიკაცია STOP COVID ამოქმედდა, რომელიც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, გაიგოს თუ იმყოფებოდა კონტაქტში COVID 19-ით ინფიცირებულ პირთან.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, სააღდგომო პერიოდში ქუთაისსა და ზესტაფონში სასაფლაოები დაიკეტება.
15 აპრილის 21:00 საათიდან დაწესებული შეზღუდვები, რაც თბილისს, ქუთაისს, ბათუმსა და რუსთავს ჩაკეტავს, კონკრეტული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ შეეხებათ.
ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატს ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლები ესტუმრნენ.
საქართველოს ოთხ დიდ ქალაქში-თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში ყველა სახის მოძრაობა,შესვლა და გამოსვლა იკრძალება 10 დღით.
დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, სპეციალურ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ საგანგებო მდგომარეობის ვადები 10 მაისამდე გახანგრძლივდა.