ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სკოლებსა და ბაღებთან დაკავშირებით სწავლის დაწყების თარიღის შეცვლა არ იგეგმება.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანამა გუშინ, 28 ივლისს ინტერვიუ მისცა რუსეთის ტელეკომპანია «РБК»-ის ჟურნალისტს ილია დორონოვს, რომელშიც იგი შეეხო სომხეთში შექმნილ სიტუაციას კორონავირუსთან დაკავშირებით, სომხეთ-აზერბაიჯანის სამხედრო კონფლიქტის თავუზის რაიონში, თურქეთთან და რუსეთთან ურთიერთობას და ა.შ.
"მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუამ სასამართლომ დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 4 წლის ვადით შეუფარდა.
აშშ-ში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით კიდევ 1 461 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა რაოდენობამ 150 000-ს გადააჭარბა, - ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში კელი დეგნანს შეხვდა.
უხვი ნალექის გამო წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში 4 ოჯახის საცხოვრებლი სახლი და 8 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი დაიტბორა.
უხვი ნალექის შედეგად ქუთაისში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.
თურქული საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ“ («Anadolu Ajansı») აქვეყნებს სტატიას სათაურით „პატრიარქი ბართლომე თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ერდოღანის მადლიერია“ (ავტორები - ზაფერ ბაიაზი და აბდურაჰმან იუსუფი), რომელშიც მსოფლიო პატრიარქისა და თურქეთის ლიდერის სატელეფონო საუბრის დროს განხილული საკითხის შედეგებია გადმოცემული.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ძლიერი წვიმის შედეგად ონის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000-მდე ადამიანია ჩარჩენილი.
