კრიტიკოსები საქართველოში მშენებარე ჰესის ფინანსურ და სოციალურ ნაკლოვანებებს ასახელებენ
ყატარის ტელეკომპანია „ალ ჯაზირამ“ («Al Jazeera») თავის ვებ-გვერდზე გამოაქვეყნა ჟურნალისტ როზამუნდ ბრენანის ვრცელი სტატია სათაურით „კრიტიკოსები საქართველოში მშენებარე ჰესის ფინანსურ და სოციალურ ნაკლოვანებებს ასახელებენ“, რომელშიც საუბარია სვანეთში, ნენსკრაჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.
როგორც ავტორი აღნიშნავს, ზემო სვანეთში მდებარე 17 სოფლის მოსახლეობას თავისი ისტორიის მანძილზე მრავალი უბედურება უნახავს, ყველაფერს გაუძლო, მაგრამ ნენსკრაჰესის მიერ შექმნილ პრობლემას ისინი უკვე წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ, რაც საბოლოოდ მათ განადგურებას გამოიწვევს. ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ წყალსაცავი კლიმატს შეცვლის და კულტურის ძეგლები დაზიანდება, გახშირდება ზვავები, ღვარცოფები და ა.შ. გარდა ამისა, მშენებლობის ფინანსური მხარე გაუმჭვირვალეა, ბევრი რამ საჯარო არ არის.
ავტორი ესაუბრება როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს. პირველები ნენსკრაჰესის აშენების წინააღმდეგ გამოდიან, მეორენი კი აცხადებენ, რომ ჰესის მშენებლობა ხელს შეუწყობს სვანეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
ავტორი გადმოსცემს აგრეთვე უცხოელი ექსპერტების თვალსაზრისსაც: სვან ხალხს თავისი ენა, თავისი ტრადიციები და სპეციფიკური კულტურა ქვს, ისინი დღესასწაულებსაც თავისებურად აღნიშნავენ“, - ამბობს შივჩარ დილონი, ნორვეგიის კონსალტინგური კომპანიის Enviso-ს დირექტორი, ეკოლოგიის პროფესორი. სხვატა შორის მან 2012 წელს ხუდონჰესის მშენებლობის პროექტიც შეისწავლა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყურადღებას არ აქცევს ჰესის მშენებლობის ნეგატიურ მხარეებს. „საქართველოს მთავრობას არ სურს, რომ სვანი ხალხი ეთნიკურ უმცირესობად აღიაროს. იმიტომ, რომ მაშინ განსაკუთრებული უფლებებიც უნდა მიანიჭოს მიწის კუთვნილების საკითხში“, - ამბობს შიჩარნ დილონი.
მოამზადა სიმონ კილაძემ
წყარო:
https://www.aljazeera.com/ajimpact/critics-call-financial-social-costs-georgia-hydro-dam-200617114603688.html
სიახლეები
- "ოპოზიციას არჩევნებში მონაწილეობის მიღების არანაირი რესურსი არ აქვს, მკვდარს ხომ ვერ გააცოცხლებ?" - კახა კალაძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 23 აპრილისთვის
- "უვიზო მიმოსვლის შეჩერება ადვილი არ არის, ევროკავშირმა რეგლამენტი უნდა შეცვალოს" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "ჟურნალისტ მზია ამაღლობელის უსამართლო დაპატიმრებიდან 100 დღე გავიდა - ის პრესის თავისუფლების სიმბოლოდ იქცა"