გიორგი მარგველაშვილი, შესაძლოა, „ლელოში“ გაწევრიანდეს.
საუკუნეების განმავლობაში ეკლესია ქართველების გამაერთიანებელი იყო, მისი სწავლებები არის ის, რითიც გამოწვევებით სავსე მსოფლიოში შეიძლება გადარჩეს საქართველო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 3 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6896 ლარი ეღირება, ევრო – 2.9758 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5325 ლარი.
ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ჩვენს კოალიციურ პარტნიორებთან ვიმუშავებთ, რომ გაუქმდეს საპენსიო სესხები, სკოლებში იყოს ბავშვთა უფასო კვება, შეიქმნება მიხეილ სააკაშვილის ერთმილიარდიანი ფონდი, რომელიც დააბრუნებს ქართველ დედებს და ბებიებს ქვეყანაში, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამნისტიის კანონი, საბოლოო ჯამში, დაახლოებით 6 000 პატიმარს შეეხება.
რუსეთი უკვე პასუხობს და გააგრძელებს პასუხის გაცემას კურსკის ოლქზე უკრაინის თავდასხმაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი არ მოისვენებს მანამ, სანამ პასუხს არ აგებინებს მათ, ვინც პასუხისმგებლები არიან ექვსი მძევლის მკვლელობაში, რომელთა ცხედრები ღაზას სექტორში აღმოაჩინეს.
რომი-ქუთაისის ავიარეისზე საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.
საქართველოს სჭირდება დამოუკიდებლობა, ხოლო დამოუკიდებელ საქართველოს – სუვერენული ხელისუფლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოზურგეთში, საარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
