„ამერიკაში წასვლა ჩემი ძალიან დიდი ხნის ოცნება იყო და ეს ოცნება ფულბრაიტის (Fulbright TEA program) მასწავლებელთა დახელოვნების პროგრამის საშუალებით ავიხდინე. ამერიკა არის ქვეყანა, რომელიც იძლევა უამრავ შესაძლებლობას და ეს შესაძლებლობა აუცილებლად უნდა გამოიყენო“- ამის შესახებ FirstNews.ge- თან საუბარში რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მაღალმთიან სოფელ ზუბის საჯარო სკოლის ინგლისური ენის წამყვანი მასწავლებელი ირმა ნოსელიძე აცხადებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 სექტემბრის დღის ბოლოდან, 13 სექტემბრის დღის ბოლომდე, საქართველოში დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი.
მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის, მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა „ლე ფიგაროსთან“ ინტერვიუში მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„ქართული ოცნება – დემოკრატიულმა საქართველომ“ საარჩევნო სიის პირველი ოცეული წარადგინა. ოცეულის წევრები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დაასახელა. წარდგენა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გაიმართა.
საკალათბურთო კლუბი "ქუთაისი 2010" ახალი 2024-2025 წლის სეზონისთვის ემზადება.
C ვიტამინი, იგივე, ასკორბინის მჟავა, არის ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც კანის ჯანმრთელობისთვის აუცილებელია.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 10 სექტემბრისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6949 ლარი ეღირება, ევრო – 2.9752 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5247 ლარი.
ბიძინა ივანიშვილის პროპაგანდა თითქოს დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების პირობებში აღდგება საქართველო-ამერიკის ურთიერთობები, არის ტყუილი, მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ „ერთიანი-ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
