დღეს ჩვენ განსაკუთრებით შევთხოვთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, რომ დაიცვას და დაიფაროს თავისი წილხვედრი ქვეყანა საქართველო და გვიხსნას ჩვენ ხილული და უხილავი მტრებისგან, - ამის შესახებ საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ, ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულზე, სიონის ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, სამი, 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ ახალ ბინებს მიიღებს. პროექტის ღირებულება 77 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.
28 აგვისტოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინებას, მარიამობას აღნიშნავს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ბირთვულ დოქტრინას აზუსტებს. ლავროვმა აღნიშნულის შესახებ იემენის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტების კითხვებზე საპასუხოდ განაცხადა.
ევროკავშირი აფრთხილებს საქართველოს მთავრობას, არ გააუქმოს ოპოზიციური პარტიები. ამის შესახებ გამოცემა „პოლიტიკო“ იუწყება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ზალკალიანი დაინიშნა, რომელიც ამ დრომდე ცაგერის მუნიციპალიტეტის მერი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 28 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6990 ლარი ეღირება, ევრო – 3.0134 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5681 ლარი.
26 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტის არჩევნები გაიმართება, დღეიდან კი ოფიციალურად დაიწყო არჩევნების ორგანიზებისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული საარჩევნო პროცედურების განხორციელება, – ამის შესახებ ცესკო-ს პრესსპიკერმა, ნათია იოსელიანმა ბრიფინგზე განაცხადა.
დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინის შეჭრა რუსეთის ტერიტორიაზე მესამე მსოფლიო ომის მიზეზი შეიძლება გახდეს. ამის შესახებ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა და ამჟამად პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა დეტროიტში, აშშ-ის ეროვნული გვარდიის ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.
