საღამოს 18:00 საათის შემდეგ ბანკიდან რომ 4 მილიონი შავი ფული გადის და შეხვედრას ესწრებიან გახარია, დასავლეთის მიერ რუსეთის აგენტობაში მხილებული ფარცხალაძე და ხაზარაძე, აი, ეს ვისი ბრალია, – ამის შესახებ „კანონისა და სამართლის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში წერს.
ირაკლი კობახიძის ინტელექტი პატივისცემას იმსახურებს, ეს მისი ძლიერი მხარეა, პრემიერობა არ გამკვირვებია, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მთავრობის შეცვლით ოპოზიციისთვის არაფერი შეიცვლება, არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ნუ შფოთავენ, – ამის შესახებ მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
ვერძი
ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა.
“შეიძლება საინტერესო გადაჯგუფება მართლაც მოხდეს, შეიქმნას ერთიანი ბირთვიც, მაგრამ მთავარი ეს არ არის. პოლიტიკური ელიტა, რომელსაც ხალხთან, ფაქტობრივად, ხიდი აქვს ჩაკეტილი, როგორ გავა არჩევნებზე, ერთად თუ ცალ-ცალკე, დიდი მნიშვნელობა არა აქვს. შესაძლოა ერთიანობას ჰქონდეს რაღაც ეფექტი, მაგრამ არა სერიოზული შედეგის მომტანი.
ვფიქრობ, რომ ყველა ფორმატში უნდა მივიღოთ მონაწილეობა იმისთვის, რომ მერე პატარა მიზეზიც არ ჰქონდეს „ქართულ ოცნებას“, - ამის შესახებ პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრმა ხატია დეკანოიძემ „ქრონიკასთან“ განაცხადა.
️ქუთაისში, ცისფერყანწელების ქუჩაზე არსებული კედლის მხატვრობის დაზიანების ფაქტზე, შესაბამისი სამსახურების მიერ ჩატარდა მოკვლევა, - ამის შესახებ ინფორმაციას ქუტაისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 თებერვლამდე საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.
ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის ცხოვრების დონის არაერთი საზომი არსებობს, მაგრამ უმთავრესი საზომი მაინც მისი ეკონომიკაა, საკმარისია დახედოთ ქვეყნების სიას ერთ სულ მოსახლეზე ე.წ. PPP მთლიანი შიდა პროდუქტის მიხედვით და ზუსტად გაიგებთ, როგორ ცხოვრობს ხალხი ამა თუ იმ ქვეყანაში, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში წერს.