“იმედია, საზოგადოებაში ისეთი ძალები და გაერთიანებები წარმოიქმნებიან, რომლებსაც თუნდაც მწვავე, მაგრამ კონსტრუქციული ოპონირების კულტურა ექნებათ” – ვოლსკი
“ოპოზიციად” წოდებული შეთქმულთა გუნდი არსებობს, რომელიც ქვეყანას პირდაპირ უტევს. ნებისმიერ შემთხვევაში, მათთვის დიალოგი სასურველი არ არის”, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, დიალოგის საშუალება იქნებოდა, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც “მათ საკუთარ ქვეყანას გამოუცხადეს”.
„ჰიპოტეტურად რომ გითხრათ, იმ ადამიანს ვერ დაელაპარაკები, რომელსაც ცეცხლსასროლი იარაღი აქვს დამიზნებული და როგორც კი, მიუახლოვდები, ეს იარაღი გაისვრის. ამ შემთხვევაში, სიტუაცია ძალიან რთულია. დიალოგის საშუალება იქნებოდა, რომ არა ის საბოტაჟი, რომელიც მათ საკუთარ ქვეყანას გამოუცხადეს და პარლამენტში არ შემოვიდნენ. ამას უფრო ის გარემოება ამძიმებს, რომ საბოტაჟი განახორციელეს არა იმიტომ, რომ რაღაც საკითხების მიმართ აქვთ პრინციპული პოზიცია, არამედ იმ მიზნით, რომ რევოლუცია მოეხდინათ. საკითხებზე მსჯელობა შეიძლება პარლამენტშიც, პარლამენტის გარეთაც. მწვავე დაპირისპირებებიც შეიძლება, მაგრამ ბოლო წლებმა გვანახეს, რომ ერთადერთი მიზანი და ამოცანა საქართველოში ცეცხლის დანთებაა, რომელიც ქვეყანას ნგრევის გზას გაუყენებს.''
სიახლეები
- რუსეთის ხელისუფლებამ ფართომასშტაბიანი კამპანია დაიწყო სოციალური ქსლების მომხმარებლების მესენჯერ-აპლიკაცია MAX-ში გადასაყვანად.
- ,, ირანში თითქმის აღარაფერი დარჩა მიზანში ამოსაღები, როდესაც მომინდება, რომ დასრულდეს, დასრულდება'' - დონალდ ტრამპი
- გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აღმოაჩინეს – 18 000 ადამიანი ევაკუირებულია
- ევროკავშირის ელჩებმა 19 ირანელი ჩინოვნიკისა და ორგანიზაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაამტკიცეს
- ირანმა ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ყველა ბაზა გაანადგურა
