„ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლის წინააღმდეგ ხელის გაქნევა „ნაცების“ წისქვილზე ასხამს წყალს. პარლამენტში მიპარვით გაქნეული ხელი თუ არ იყო ვაჟკაცური საქციელი, ვერც ეს გამოდგება ვაჟკაცურ საქციელად, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ნიკა მელიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 13 აგვისტოსთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6942 ლარი ეღირება, ევრო – 2.9431 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4373 ლარი.
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ქუთაისში დევნილებისთვის ახალი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა რამდენიმე თვეში დასრულდება და 1040 ოჯახს საცხოვრებელი ბინა გადაეცემა.
რუსეთის ფედერაციის დაახლოებით 1000 კმ² ჩვენი კონტროლის ქვეშ არის, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.
ნეტავ, რა ითქმის იმაზე, ვინც ბაობაბების გახმობაზე აშკარად უფრო წუხს, ვიდრე ქვეყნის გახმობაზე,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქის" პირად გვერდზე წერს.
ლუგარის ლაბორატორიას და დაავადებათა კონტროლის ცენტრს არანაირი საფრთხე არ ემუქრება, ცენტრი ფუნქციონირებას შეუფერხებლად გააგრძელებს, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
ცხინვალის რეგიონში რუსი და სეპარატისტი ძალების მიერ მისი მოტაცებიდან 19 წლის შემდეგ, გენო პეტრიაშვილი ამაყად დგას პარიზის ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერის” პირად გვერდზე წერს.
ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102კგ) სამგზის ოლიმპიური ჩემპიონია. პარიზის ოლიმპიადაზე ტალახაძემ ორჭიდის ჯამში 470 კილოგრამი დააფიქსირა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველი თავისუფალი სტილით მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი (-125 კგ) ოლიმპიური ჩემპიონია.
ორპარტიული ვიზიტი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენთვის, საქართველოსთან მიმართებაში ეს ახალი ამბავი არ არის, - ამის შესახებ „სამოქალაქო იდეის“ ლიდერმა, თინა ხიდაშელმა საქართველოში სენატორ ჯინ შაჰინთან და კონგრესმენ მაიკ ტერნერთან ვიზიტის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
