"ეს კაცი ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა!" - გიორგი გახარია ირაკლი რუხაძეზე
გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ირაკლი რუხაძე ბიძინა ვანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა - ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის, - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს, რითაც „იმედის“ მფლობელის, ირაკლი რუხაძის განცხადებას გამოეხმაურა.
მისივე თქმით, ირაკლი რუხაძე გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
„გუშინდელი სამარცხვინო ინტერვიუს შემდეგ, ეს კაცი [ირაკლი რუხაძე] ივანიშვილის თოჯინებში დაწინაურდა! ის გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც ივანიშვილის დავალებით, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის ჩანაწერი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
ადამიანი, რომელსაც თავად ამერიკის პასპორტი აქვს და ევროპაში ცხოვრობს, საკუთარი ფულის გადასარჩენად და ივანიშვილის დავალებით, საკუთარი პროპაგანდისტული ტელევიზიიდან ჩვენს შვილებს არწმუნებს, რომ ევროპა ცუდია.
ეროვნული ინტერესების და ხალხის ღალატის ფასს ყველა პერსონალურად გადაიხდის! დროის საკითხია და ეს დრო უკვე მოდის,“ - წერს გახარია.
ცნობისთვის, როგორც ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა ირაკლი რუხაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაცია კონსტიტუციაში არ უნდა ჩაწერილიყო.
„მინდა შესვლა“-ს - ბევრი ამბობს, მაგრამ „მნიშვნელოვანია“-ს ამბობს ბევრად უფრო პატარა ნაწილი. ჩვენ გავაფეტიშეთ ეს, ოპოზიცია ამას აკეთებს ღიად დასავლეთის მხარდაჭერით. მთელი ქვეყნის ყურადღება ამაზეა გადატანილი, რადგან ეს არის აყვანილი საკრალურ დონეზე. წერია კონსტიტუციაშიც და მე თუ მკითხავთ არც უნდა ჩაგვეწერა, კონსტიტუცია ცოტა სხვანაირი დოკუმენტია, მუდმივი დოკუმენტია“, - განაცხადა რუხაძემ.
სიახლეები
- "სიტყვა პატიმარს სააკაშვილი რომ ახსენებს, სირცხვილია, 25 000-მდე პატიმარი ჰყავდათ ციხეებში, ეს იყო სისტემური დანაშაული, ამაზრზენია ეს ყველაფერი" - ირაკლი კობახიძე
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 5 მაისიდან
- "ოპოზიცია ვიდრე ერთიანდებოდა, იშლებოდა, ათი არჩევნები მოვიგეთ, მეთერთმეტე არჩევნებსაც ამ რეჟიმში მოვიგებთ" - ირაკლი კობახიძე
- "არცერთი მმართველის პირობებში ეკლესია ისე არ გაძლიერებულა, როგორც ჩემს დროს, რატომ აძლევთ საშუალებას, გამოგვაცხადონ, როგორც ურწმუნოები და ეკლესიის მტრები?"
- " საქართველო ხდება ჯარიმების ქვეყანა" - მიხეილ სააკაშვილი
