ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ, – ამის შესახებ საქართველოს მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ სამომხმარებლო ფასების ინდექსში საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაჩვენებელი აქვს.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრად მიხეილ სარჯველაძე დაინიშნა.
"უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და რუსეთთან მოლაპარაკებები დაიწყოს" - რომის პაპი
რომის პაპი ფრანცისკე აცხადებს, რომ უკრაინამ „თეთრი დროშის“ გამბედაობა უნდა გამოიჩინოს და ომის დასრულებასთან დაკავშირებით რუსეთთან მოლაპარაკება აწარმოოს.
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, მიაჩნია, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ უფრო ზიანს აყენებს ისრაელს, ვიდრე ეხმარება.
ჩვენ არჩევნებზე წავალთ დამოუკიდებლად- არასდროს ისე ოპტიმისტურად არ ვყოფილვარ განწყობილი, როგორც ვარ დღეს, არასდროს მქონია ისეთი ბრძოლის უნარი როგორც დღეს მაქვს, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ლიდერმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ზურაბ ადეიშვილის გერმანიისა და ევროკავშირის საკანონმდებლო და აღმასრულებელ სტრუქტურებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობას ეხმიანება.