საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 16 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6453 ლარი ეღირება, ევრო – 2.8395 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3199 ლარი.
გულწრფელი რომ ვიყო, „ლელო“ მეცოდება. წარმატებას ვუსურვებ, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.
ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილის ინიციატივით, 2023 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში 100 % - იანი გრანტის მფლობელ ახალგაზრდებს ფულადი ჯილდო გადაეცათ. ადგილობრივი თვითმმართველობისგან მადლობის სიგელი და თანხა - 1000 ლარი 88 სტუდენტმა მიიღო. მათ სხვადასხვა უნივერსიტეტში სრული სახელმწიფო დაფინანსება მოიპოვეს.
რეგიონისთვის ახალი ავტობუსების შეძენა საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით განხორციელდა.
მადლობას ვწირავ ღმერთს თითოეული წამისთვის - მადლობა მეუფე პეტრეს, რომელიც ჩემს მსგავსად უდანაშაულოდ დაისაჯა, - ამის შესახებ პატიმრობიდან გათავისუფლებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან ქობულეთში, საკუთარ სახლში რეანიმობილით გადაიყვანეს. მისივე თქმით, ბრძოლა გრძელდება.
დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, დეკანოზის საპატიმროდან გათავისუფლება ე.წ. უდოს კომისიის(პირობით ვადამდე გათავისუფლების) საშუალებით მოხდა.
დღეს, საქართველოს მართლმადიდებელი ქრისტიანები ღვთისადმი მადლიერების ნიშნად, ქრისტიანული ეკლესიის ერთ-ერთ საუფლო დღესასწაულს, მირქმას - მაცხოვრის მიგებებას აღნიშნავენ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფალდა. როგორც გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე აცხადებს, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე აცხადებს, რომ ამ დროის მონაცემებით, ქუთაისში, ერთ-ერთი ავიარეისის ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობა არ დადასტურდა.
გარემოს ეროვნული სააგენტო 15-17 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.