თებერვალი 02 2024

6 თებერვლამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. თბილისში უნალექო ამინდი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი დაფიქსირდება.

„სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +8, +10 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +5, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში -1, +1 გრადუსი დაფიქსირდება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) 6 თებერვლამდე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) 6 თებერვლამდე უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. 5 თებერვალს დღის ბოლოდან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +6, +8 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო) 6 თებერვლამდე ზოგან თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, +5 გრადუსი დაფიქსირდება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) 6 თებერვლამდე ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში 0, -5 გრადუსი დაფიქსირდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.


თებერვალი 02 2024

აქტივისტი ნატა ფერაძე საკუთარ სახლში დააკავეს. მან დაკავებისას მედიას განუცხადა, რომ „ეს რადიკალების დასტვენილზე ცეკვაა“.


თებერვალი 02 2024

მგონი, არანაირი საფუძველი არავისთვის არ მიმიცია, უმრავლესობაში გადავდივართ თუ არა, ეჭვი ჰქონდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ პარლამენტში პრემიერისა და მთავრობის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესზე საუბრისას განაცხადა.



თებერვალი 02 2024

საქართველოში, 2023 წელს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად, 442 ადამიანი დაიღუპა, 7 310 კი - დაშავდა.


თებერვალი 01 2024

უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „ქართული ლეგიონი“ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.


თებერვალი 01 2024

პარტია „გირჩის“ წევრის იაგო ხვიჩიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ პირობებში პრემიერ-მინისტრის პოსტი ფორმალური თანამდებობაა, რეალური თანამდებობა კი არის პარტიის საპატიო თავმჯდომარე.


თებერვალი 01 2024

ამ არჩევნებში ოლიგარქს საქართველოს კლანჭებიდან გავაგდებინებ, ამისთვის ვარ მე აქ, ამისთვის ვთქვი უარი პრივილეგიებზე და კომფორტზე, ჩავიგდე სიცოცხლე საფრთხეში და ძალ-ღონეს არ დავიშურებ ქართველი ხალხის გადარჩენისთვის – მალე ამ ბრძოლაში ჩემს ადგილსაც საბოლოოდ გამოვკვეთ , – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.


თებერვალი 01 2024

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.6771 ლარი ეღირება, ევრო – 2.8902 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.3833 ლარი.


თებერვალი 01 2024

მინდა დაგარწმუნოთ, რომ როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა იქნას მიღებული, ჩვენ, ევროკავშირი, მზად ვართ ვიმუშაოთ ახლად არჩეულ პრემიერ-მინისტრთან და ახლად დანიშნულ მინისტრებთან იმისთვის, რომ საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე წარმატებას მიაღწიოს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებს სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განუცხადა.


გვერდი 277 სულ 1371
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.