თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ- ზე მცირე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება, რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114- კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
დადგა ის ეტაპი, როცა მთავრობა უნდა ჩაერიოს რიგ საკითხებში. ყოველ შემთხვევაში ვთვლი, რომ გარკვეულ სწორ ხედვებზე დაფუძნებული ნორმატიული ჩარჩო შეიძლება იქნას შემუშავებული, რაზეც ჩვენ პრემიერსაც ვესაუბრეთ, რომელიც ფაქტობრივად, გამორიცხავს სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევას და მინიმუმამდე დაიყვანს სასამართლოში პოლიტიკის გავლენას, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ნინო ქადაგიძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევის დაშვება მიუღებელია და არ შეიძლება.
ქუთაისში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ჭავჭავაძისა და ასათიანის ქუჩების კვეთაზე ავტობუსი ქვეითს დაეჯახა. მოქალაქე ადგილზე გარდაიცვალა.
ვიწყებ აქტიურ მოქმედებებს, რათა მივმართო აშშ-ის მართლმსაჯულების შესაბამის ორგანოს და სადავო გავხადო ჩემი სანქცირების შესახებ უპრეცედენტო, აბსოლუტურად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, – ამის შესახებ მოსამართლე ირაკლი შენგელია სოციალურ ქსელში წერს.
დღეს ვნების შვიდეულის_ დიდმარხვის ბოლო კვირის ორშაბათია. ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ტაძრებში პირველშეწირულ ძღვენთა წირვები სრულდება და მთელი სახარება თავიდან ბოლომდე იკითხება.
ქუთაისში პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული გმირების ხსოვნას.
პაპმა ფრანცისკემ წმ. პეტრეს მოედანზე, აღდგომის საზეიმო წირვა აღავლინა, რის შემდეგაც ვატიკანში შეკრებილ დაახლოებით 100 000 მორწმუნეს, წმინდა პეტრეს ბაზილიკის ცენტრალური აივნიდან, ტრადიციული სააღდგომო სიტყვით "Urbi et Orbi" ("ქალაქსა და მსოფლიოს") მიმართა.
9 აპრილი გამორჩეული დღეა ჩვენი ქვეყნის ცხოვრებაში, ერთი მხრივ, იგი დაკავშირებულია დიდ ტკივილთან, მეორე მხრივ კი სიხარულთან, წელს ამ თარიღს ემთხვევა უდიდესი ქრისტიანული ზეიმიც, იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლა, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის წერილში.