დღეს ჩვენ აღვნიშნავთ უფლის აღდგომის დღესასწაულს. მისი მთავარი სიმბოლოა გამარჯვება: სიკეთის გამარჯვება, სიმართლის გამარჯვება, სიცოცხლის გამარჯვება. აღდგომას აღვნიშნავთ ამ გამარჯვებების შეუქცევადობის ურყევი რწმენით, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომელმაც უკრაინელებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
ჩვენი დედაენა ჩვენი იდენტობის, ერთიანობისა და სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი განმსაზღვრელია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს.
აშშ-ის საელჩო სინამდვილეში არა სასამართლო სისტემაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ინტერესით, არამედ სწორედ კორუფციული ინტერესების კარნახით მოქმედებს, – ამის შესახებ აღნიშნულია „ხალხის ძალის“ განცხადებაში.
არ არსებობს სხვა საზრდო და სხვა პური იესო ქრისტეს გარდა, რომელსაც ძალუძს ჩვენი დაპურება და განძღება, ღმერთთან შეერთების გარეშე ადამიანი მაინც მშიერი და მწყურვალი რჩება, ხოლო ამ შეერთების შედეგად ადამიანი ეზიარება ნეტარ შინაგან სიმშვიდეს, რაც არის ცათა სასუფეველი, – ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ვნების კვირის ხუთშაბათს ქადაგებისას აღნიშნ
ანა ფოტიგას განცხადებაში არსებობს რამდენიმე განგებ დაშვებული შეცდომა, ხუთდღიან ომზე კარგად უნდა იცოდეს, რომ აბსოლუტურად სხვა იყო რჩევა და სერიოზული იყო ამერიკისა და ევროკავშირის ძალისხმევა, რომ საქართველოსთვის არათუ ომი აერიდებინათ, არამედ კონფლიქტის მოგვარების პროცესიც განევითარებინათ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო დეპარტამენტის მიერ დაწესებული რეჟიმის მიხედვით, რიკოთის უღელტეხილზე საგზაო მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის გახსნეს, - ამის შესახებ შსს იუწყება.
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს დიდ ხუთშაბათს აღნიშნავს. დღევანდელ დღეს უკავშირდება ზიარების საიდუმლოს დაწესება. სახარების მიხედვით, ამ დღეს უფალმა მოწაფეები პირველად აზიარა და ამით ევქარისტიის საიდუმლო დააწესა.