მთლიანად ვეთანხმები „ლელოს“ მიერ წამოყენებულ დერუსიფიკაციის კონცეფციას -„გამარჯვების კოალიციამ“ უნდა გამოავლინოს თავისი საუკეთესო თვისებები, სხვა პარტიებმა - თავისი და ამაში მათ წარმატებას ვუსურვებ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ბოროტმა ძალამ გუშინდელ ამბავს ღონისძიება დაარქვა. სინამდვილეში, არც მეტი და არც ნაკლები „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური ქელეხი იყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ცეცხლის შეწყვეტის ოთხდღიანი შეთანხმება ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე ამოქმედდა.
იმისთვის, რომ დავამარცხოთ რუსული რეჟიმი, ჩვენ გვჭირდება უპრეცედენტო ერთობა და გამარჯვების რწმენა. ვირწმუნოთ გამარჯვების და გავერთიანდეთ გამარჯვებისთვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თინა ბოკუჩავამ „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავთან დაკავშირებით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ევროპამ საქართველოს მიმართ კიდევ ერთხელ აჩვენა ურყევი მხარდაჭერა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„გირჩი“ არასდროს გაერთიანდება „ნაცმოძრაობასთან“. არ გვჭირდება, რომ ვინმეს ბარიერის გადასალახად შევუერთდეთ, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
ევროპარლამენტმა 495 ხმით მიიღო რეზოლუცია რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობისა და ლევან დოთიაშვილის გატაცების შესახებ.
„ნაცმოძრაობის“ წევრები შავებში ჩაცმული უნდა დადიოდნენ და ლიდერის თავისუფლების აღკვეთას გლოვობდნენ და არა ტაშ-ფანდურს აწყობდნენ "ვარდების რევოლუციის" 20 წლის თავზე. რა ეზეიმებათ?! - ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მორალურად, რამდენად სწორია „ვარდების რევოლუციის“ 20 წლისთავის აღნიშვნა.
მოვითხოვ, 7 ნოემბრის საქმეზე ჩვენების მისაცემად სასამართლოში გამომიძახონ, მივმართავ პროკურატურას და სასამართლოს, ყველა მასალა, რომელიც ადასტურებს სააკაშვილის მხრიდან პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთას, წარმოდგენილი იყოს სასამართლო პროცესზე, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ განაცხადა.
