"ჩემი სიმპტომების 80% არსად წასულა, თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში მისი გადაყვანის თაობაზე პარტია „საქართველოსთვის“ მოთხოვნას ეხმაურება და გიორგი გახარიას გუნდის წევრ დეპუტატებს „ადამიანურობისგან დაცლილს“ უწოდებს.

როგორც მიხეილ სააკაშვილი წერს, მისი სიმპტომების „80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის“.

ამასთან, ყოფილი პრეზიდენტის თქმით, ამ მოთხოვნის სურვილია მას კომუნიკაციის შესაძლებლობა წაერთვას, თუმცა რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე ატაროს, სადაც „კიდევ უფრო თავისუფლად შეძლებს საუბარს“.

„გუშინ, ადამიანურობისგან სრულიად დაცლილმა ორიოდე არსებამ, პარლამენტში ჩემი სასწრაფოდ ციხეში გადაყვანა მოითხოვა, მიზეზი ჩემი „სასამართლო“ სხდომაზე ჩართვა იყო. თურმე თავიდან ბოლომდე პოლიტიკურ საქმეზე პოლიტიკაზე საუბარი როგორ გავბედე და თანაც, კიდევ უფრო დიდ ცოდვად რამდენიმე ფრაზის უკრაინულად თქმა ჩამითვალეს.

ამ „-----„ (დაარქვით რაც გსურთ), მინდა ვუთხრა, ჯერ ერთი, მე ახლაც ციხეში ვარ, ბოლო წელიწადზე მეტს უჟანგბადო სივრცეში ვატარებ, რომელშიც მზის სხივი არ აღწევს და არც სეირნობაა შესაძლებელი. აქ მე უკიდურესად შემიზღუდეს კონტაქტები და ერთადერთი, ვისი რეგულარულად ნახვის ფუფუნება მაქვს, არის დედაჩემი, რომელსაც მოაქვს საკვები, მას შემდეგ, რაც ციხეში მძიმე მეტალებით მოწამვლა დამიდასტურდა.

ამ არსების მთავარი გაღიზიანების წყარო არის ის, რომ მე აღვიდგინე საუბრის უნარი და რუსთავის ციხეში გადაყვანაც სწორედ იმიტომ სურთ, რომ იქ სამედიცინო ყურადღების უკიდურესი შეზღუდვის პირობებში, მდგომარეობის მკვეთრი გაუარესებისა და რამდენიმე თვის წინანდელ მდგომარეობაში დაბრუნების დიდი შანსია.

მოკლედ ამათ სურთ, რომ მე წამერთვას ამომრჩეველთან კომუნიკაციის შესაძლებლობა (სხვანაირად ეს გამოხტომა არ აიხსნება). შეუძლებელია მათ არ იცოდნენ, რომ რუსთავის ციხიდან ადმინისტრაცია ვალდებული იქნება სასამართლო სხდომებზე მატაროს და იქ კიდევ უფრო თავისუფლად შევძლებ საუბარს, ოღონდ ამათ დიდი იმედი აქვთ, რომ ცუდად გავხდები და არაფრის თავი არ მექნება ან თუ მოვკვდები მაშინ ჰგონიათ, რომ ბედნიერება ეწვევათ.

რაც შეეხება ჩემს სიმპტომებს, მათი 80% არსად წასულა და ეს მთავრობამ შესანიშნავად იცის.

თქვენ თვითონ განსაჯეთ, რა ტიპის არსებებთან გვაქვს საქმე და ჩემს FB-ზე წერას, სჯობს პირდაპირ მათ გვერდებზე გამოხატოთ თქვენი აზრი“, - წერს სააკაშვილი.

წაკითხვა 250 ჯერ
ჩვენს შესახებ

მოკლე ინფო

ჩვენი მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულბა და დაბალანსებული ინფორმაციის მიწოდება.

ჩვენს შესახებ

საინფორმაციო სააგენტო „პირველი ნიუსი“ 2018 წელს შეიქმნა. ჩვენი სააგენტოს ვებგვერდზე ქვეყნდება მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მსოფლიო, კულტურული, სპორტული და სხვა აქტუალური სიახლეები.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ადამიანის ერთ–ერთი ძირითადი უფლებაა. სწორედ ამ უფლების გამოყენებით ჩვენმა გუნდმა აიღო ვალდებულება, რომ საზოგადოებას დროულად მივაწოდოთ ამომწურავი, ობიექტური ინფორმაცია ფაქტებისა და მოვლენების დამახინჯების გარეშე.